აღწერა

2017-2018 წლის სეზონიდან გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულება.

საწყის ეტაპზე დაწყებულია ორი მიმართულება: თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსი - რომელიც გათვლილია 14-დან 25 წლამდე სხვადასხვა სტილის ცეკვის გამოცდილების მქონე მსურველთათვის და თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები - 15 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის, რომელიც არ საჭიროებს ცეკვის გამოცდილებას.

საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი დასის მმართველი-მთავარი ბალეტმაისტერი მარინა ალექსიძე გახლავთ.

პედაგოგები - ნინო გოგუა და უილიამ პრატი.

საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორია მარიამ რაზმაძე.

ვებგვერდზე განთავსებულია თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსისა და სამოყვარულო კლასების აღწერა და დეტალური ინფორმაცია. რეგისტრაციის გავლის სურვილის შემთხვევაში ამავე გვერდიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ რეგისტრაციის ფორმა, რომელიც ინფორმაციაში მითითებულ მეილზე შევსებული უნდა გააგზავნოთ.