26 სექტემბერს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მესამე სეზონის გახსნაა. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება.


პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის  საბალეტო მინიატურები (ი.ს.ბახის, ა.კორელის, ჩ.ჩაპლინის, ა.პიაცოლას, ი.დუნაევსკის, ე.დენისოვის, ო.მესიანის, ი.კეჭაყმაძის, დ.შოსტაკოვიჩის, გ.ყანჩელის მუსიკაზე), რომლიდანაც თითოეული შედევრია. მეორე განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის  „დიპლიპიტო“
(ერთმოქმედებიანი ბალეტი ფედრას თემაზე).

თანამედროვე ბალეტი „დიპლიპიტო“ გიორგი ალექსიძემ 1999 წელს, ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში დადგა. გია ყანჩელის ნაწარმოებს „დიპლიპიტო“ ქორეოგრაფმა ფედრას თემა მიუსადაგა. მხატვარ იური გეგეშიძის ფერადოვანი, ანტიკური თეატრის სიმბოლიკით გაჯერებული, თანამედროვე საბალეტო კოსტიუმები შესანიშნავად ერწყმის სპექტაკლის არსს.
გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურები და „დიპლიპიტო“ 2017 წელს აღდგენილ იქნა ქეთევან მუხაშავრიას, მარინა და მარიამ ალექსიძეების მიერ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასის მიერ კვლავ სრულდება.
მონაწილეობენ:

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და
ბალეტის მოწვეული მსახიობები.

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის ყველა უფლება ეკუთვნის მარინა ალექსიძეს (საქართველოს დამსახურებული არტისტი)
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“
მესამე სეზონი

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე

ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: info@tbilisiballet.ge 

თარიღი :
26.09.2018
სათაური :
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო
ადგილმდებარეობა :
რუსთაველის თეატრის დიდი სცენა
დასაწყისი :
00:00