10,11,12 და 13 სექტემბერს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით, თებერვლის შემდეგ პირველად მიიღო მაყურებელი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სოციალური დისტანცირებით მოწყობილ შიდა ეზოში.
დასის მეხუთე, 2020-2021 წლის სეზონის გახსნაზე წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია - საბალეტო მინიატურები და გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერა.
სიუჟეტი "მოამბეში" გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" მეხუთე სეზონის გახსნის შესახებ
სიუჟეტი ტელეკომპანია იმედის "ქრონიკაში" გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" ახალი სეზონის გახსნის შესახებ.
სიუჟეტი რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" ახალი სეზონის გახსნის შესახებ.