მარიამ რაზმაძე

საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორი

2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით.  2017 წლიდან დღემდე სწავლობს მაგისტრატურაში (თსუ), ინგლისური ლიტერატურის განხრით.

2018 წელს მარიამმა მოიპოვა ოთხარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია.
ასევე არის თბილისის მერიისა და თსუ-ის სტიპენდიანტი.

2015 წლიდან წერს სტატიებს სამეცნიერო-ლიტერატურული ბლოგისთვის-„ საკვირაო-ლიტერატურული კლუბი“(კლუბის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი, თსუ).

2018 წელს მოხალისის სტატუსით მონაწილეობა მიიღო გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და  „Silk Factory Studio”-ს ერთობლივი პროექტის “მეტამორფოზები“ საპრემიერო წარმოდგენებისას საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

2019 წლიდან მარიამ რაზმაძე არის გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრატორი.

უკან დაბრუნება