ნინო გოგსაძე

ადმინისტრატორი

1995 წელს ჩაირიცხა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 2002 წელს დაჯილდოვდა სტიპენდიით და სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკში, რობერტ ჯოფრის სახელობის საბალეტო სასწავლებელში. მონაწილეობდა სხვადასხვა დადგმებსა და პროექტში.

2006-2012 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასის ბალეტის მსახიობი, 2011-2012 წლებში - ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის დადგმების ასისტენტი.

2012-2015 წლებში მუშაობდა დეველოპერული კომპანიის - „მ2 უძრავი ქონება“, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერად. 2015 წლიდან წერს სტატიებს საბავშვო ჟურნალისთვის „ზებრა“, არის ჟურნალის გაყიდვების მენეჯერი. 2016 წლის დასაწყისში მუშაობა დაიწყო დეველოპერულ კომპანია „არქი ჯგუფში“.

2016 წლიდან ნინო გოგსაძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის ადმინისტრატორია.

უკან დაბრუნება