ნათია ჩიკვაიძე

თანამედროვე ბალეტის პედაგოგი და მოცეკვავე

2009 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 2011-2013 წლებში სწავლობდა ქ.კანის (საფრანგეთი) საბალეტო სკოლაში თანამედროვე ბალეტის განხრით.(Ecole Supérieure de Danse de Cannes) სკოლის ხელმძღვანელი როზელა ჰაიტაუერი.
2012 - 2013 წლებში მუშაობას იწყებს ქ.კანის (საფრანგეთი)ახალგაზრდულ ცეკვის კომპანიაში პაულა კანტელუპოს ხელმძღვანელობით (Cannes Jeune Ballet) ამავე წლებში მუშაობს მარკო კანტალუპოს ცეკვის კომპანიაში (Compagnie Linga) და ქ.მარსელის (საფრანგეთი)„ევროპულ ბალეტში” (Ballet d'europe). სტაჟირებას გადის აალტო ბალეტის თეატრში (Aalto Ballet Theater) ქ.ესენში (გერმანია). ხელმძღვანელი ბენ ვან კოვენბერგი.
2013-2015 წლებში მიწვეული იყო ისრაელში კამეას ცეკვის კომპანიაში სამუშაოდ. (Kamea Dance Company) მუშაობდა ისეთ სახელგანთქმულ ქორეოგრაფებთან როგორებიც არიან ტამირ გინზ, ითზიქ გალილი, შერონ იალი და ოჰად ნაჰარინი.
2015-2016 წლებში მუშაობდა ელი ლაზარის ცეკვის კომპანიაში. (ისრაელი) ამავე წლებში მიწვეული იყო სახელგანთქმული თანამედროვე ცეკვის კომპანიის „კიბუც“(Kibbutz Contemporary Dance Company) ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის რამი ბეარის დადგმის მსოფლიო პრემიერაში მონაწილეობის მისაღებად.
ნათია ჩიკვაიძეს ნამუშევარი აქვს ისეთ ქორეოგრაფებთან როგორებიც არიან: ჟან კრისტოფ მაიო, ანტონიო ჩერეზია, ჟან ჩარლზ ჟილი, დევიდ ბომბანა, კლოდ ბრუმაშონი, ბენჟამინ ლამარში.
ნათია ჩიკვაიძეს სტუდენტური Carte Blanche Creations პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქვს ქორეოგრაფიული დადგმა. 2016 წ-ს მიწვეული იყო გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტში“ თანამედროვე ბალეტის ვორკშოპის ჩასატარებლად.
2017 წლიდან ნათია ჩიკვაიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობი, თანამედროვე ბალეტის პედაგოგი და დასის საგანმანათლებლო მიმართულების - თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის პედაგოგია.

უკან დაბრუნება