თამარ ქაჯაია

კონცერტმაისტერი-მუსიკალური ასისტენტი

თამარ ქაჯაიამ 1982 წელს დაამთავრა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილება.

1983 წლიდან 1988 წლამდე სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო განყოფილებაზე, პედაგოგ კატრინ ჯიჯავაძესთან.

1988 წლიდან დღემდე მუშაობს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კონცერტმაისტერად.

1989-2006 წლებში N6 საავტორო საშუალო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობდა , 2006-2007 წლებში მუშაობდა გარდაბნის სამუსიკო სკოლის დირექტორად, ხოლო 2012 დან 2014 წლამდე „თბილისის აკადემიურ სკოლის“ მუსიკის პედაგოგი იყო.

თამარ ქაჯაია 2016 წლიდან გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასის კონცერტმაისტერი და მუსიკალური ასისტენტია.

უკან დაბრუნება