უილიამ პრატი

მოწვეული პედაგოგი

ოთხი წელი სწავლობდა ახალი ზელანდიის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე დააჯილდოვეს "Todd Corporation" სტიპენდიით, ახალი ზელანდიის სამეფო ბალეტის ერთწლიანი სამუშაო კონტრაქტით.

2009 წლიდან დღემდე უილიამი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასის სოლისტია. მონაწილეობდა ისეთი გამოჩენილი ქორეოგრაფების საბალეტო დადგმებში, როგორებიც არიან: ვახტანგ ჭაბუკიანი, ჯორჯ ბალანჩინი, ფრედერიკ ეშტონი, ირჟი კილიანი, ალექსეი რატმანსკი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, მარიამ ალექსიძე.

2012 წელს ჟურნალმა "Dancing Team" უილიამი თვის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელა.

პარალელურად უილიამი აქტიურად მუშაობს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, მონაწილეობს მის დადგმებში („დოვინ-დოვენ-დოვლი“, „აჭარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“ და „გურჯი ხათუნი“).

უილიამი ატარებს მასტერკლასებს ესპანეთში, იაპონიაში, ინგლისში, აქრამ ხანის კომპანიაში, ასევე საქართველოში სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ცეკვის ექსპერიმენტული ფესტივალის ფარგლებში.

2016 წლიდან უილიამ პრატი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანამედროვე ბალეტის მოწვეული პედაგოგია.

უკან დაბრუნება