ნათია ბუნტური

წამყვანი სოლისტი

ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 2002-2004 წლებში სწავლობდა ბოსტონის საბალეტო სკოლაში, 2004-2005 წლებში კი - ჯოფრის საბალეტო სკოლაში (ნიუ-იორკი).

2005-2008 წლებში პენსილვანიის ბალეტის (აშშ) დასის მოცეკვავე იყო.

2008-2012 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა.

2010 წლიდან მონაწილეობს მარიამ ალექსიძის დამოუკიდებელ ქორეოგრაფიულ პროექტებში, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივ პროექტებში.

2015 წლიდან მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სტუდიის ბალეტის პედაგოგია.

2015 წლიდან ნათია ბუნტური ახორციელებს ქორეოგრაფიულ დადგმებს.

2016 წელს მიწვეული იყო "5 Statione" (გერმანია) თეა სოსანის ცეკვის თეატრის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ძირითადი საქმიანობის პარალელურად ნათია ბუნტური არის ტელეწამყვანი და კინომსახიობი.

2016 წლიდან ნათია ბუნტური გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სოლისტი გახდა, მოგვიანებით კი - წამყვანი სოლისტი.

უკან დაბრუნება