თინათინ ბარამიძე

პრაქტიკანტი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მერვე კლასის მოსწავლეა. მცირე ასაკიდან კლასიკურ და თანამედროვე ბალეტს მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სკოლაში ეუფლება. მონაწილეობდა სტუდიის ყველა საბავშვო სპექტაკლში რუსთაველის, მარჯანიშვილისა და სამეფო უბნის თეატრების სცენებზე. მონაწილეობდა მაკა მახარაძის სტუდიისთვის დადგმულ მარიამ ალექსიძის საავტორო სპექტაკლებში: „ჩვენ ვცეკვავთ გერშვინს“, „სათამაშოების მეჯლისი“, „სტუმრად ამადეუსთან“ და „მაკნატუნა“.რუსთაველის თეატრში, როგორც მოცეკვავე, მონაწილეობდა რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლ „საახალწლო მეჯლისში“. ბავშვთა საბალეტო სტუდიებისა და სასწავლებლების ფესტივალზე მიიღო პრიზი მარიამ ალექსიძის მიერ დადგმული მინიატიურის,„პრინცესა გველის“ საუკეთესო შესრულებისთვის.

2016 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერულ დასთან ერთად მონაწილეობდა პროექტში „ხამსე“(მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია ნიზამი განჯელის პოემების მიხედვით).

2016 წლიდან თინათინ ბარამიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრაქტიკანტია.

უკან დაბრუნება