2014 -2015 წლებში მარტინ ხლუმსკი სწავლობდა დრეზდენის პალუკას უნივერსიტეტში (Hochschule für Tanz Palucca in Dresden).
2015 - 2016 წლებში სწავლობდა პრაღის კონსერვატორიაში. გავლილი აქვს მასტერკლასები და ვორკშოპები კლასიკური, ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განხრით: „ესტონეთის საერთაშორისო საბალეტო ვორკშოფი“ ( 2019), „მაგალი სუარეზის კლასიკური ბალეტის ხელოვნების კურსი“ ( 2019), „პროარტ ვორქშოფ-ფესტივალი - ნეოკლასიკური ცეკვა“ ( 2016), „ კარკასონის საერთაშორისო კლასიკური ბალეტის სკოლა“( 2014) და სხვა.
2018- 2019 წლებში მუშაობდა ვანემუინის თეატრში (Vanemuine Theatre), სადაც შესრულებული აქვს სხვადასხვა პარტიები სპექტაკლებში: „თოვლის დედოფალი“, „სიყვარულის ტანგო“, „ რომეო და ჯულიეტა“, „დონ-ჟუანი“ და სხვა.
2020 წლიდან მარტინ ხლუმსკი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეა.