ვორკშოპები

მარიამ ალექსიძის მასტერ კლასები და შემოქმედებითი ვოკშოპი მალტელი მოცეკვავეებისთვის.
სრულად...

მარიამ ალექსიძე მიწვეულია მალტაზე, ვალეტას ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრისა და მისი მუსიკალური ხელმძღვანელის ალექსეი გალეა კავალაცის მიერ, მალტელი მოცეკვავეებისათვის მასტერ კლასებისა და შემოქმედებითი ვორკშოპის ჩასატარებლად, რომლის საფუძველზე მარიამ ალექსიძე შეარჩევს მოცეკვავეს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა პრაქტიკა გაიაროს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში და მონაწილეობა მიიღოს დასისა და თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივ პროექტში „ადრეული ცეკვები“.

უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი
სრულად...

2020 წელს იწყება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობა.

https://waynemcgregor.com/

თანამშრომლობის ფარგლებში 2020 წლის 17-21 თებერვალს დასის მოცეკვავეებისათვის ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ინგლისელი ქორეოგრაფის უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი.

დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკგრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.

https://www.youtube.com/watch?v=6J0iV8YKJfw

გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტი" უერთდება ქორეოგრაფ მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
სრულად...

ქორეოგრაფ მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, მისი ფონდის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, 4-6 სექტემბერს მოწვეული პედაგოგი ეშლი ჩენი ჩვენი დასის მოცეკვავეებსა და სტუდენტებსკანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასებსა და რეპერტუარის ვორკშოპს უტარებს.

ცეკვის თეატრის ვორკშოპი - ბე ვან ვარკი
სრულად...

4 დან 10 სექტემბრამდე გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალთან „ნიქოზი“ პარტნიორობით, ქ. ბერლინში მოღვაწე ქორეოგრაფების ბე და მევლანა ვან ვარკების მიერ დასს ცეკვის თეატრის მიმართულების ვორკშოპი ჩაუტარდა.

ცეკვის კომპანია კენდუკოს ვორკშოპი
სრულად...

2017 წლის 12 მარტს, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ინკლუზიური ცეკვის კომპანია კენდუკოს ვორკშოპში.

საზაფხულო სკოლა 2016
სრულად...

2016 წლის 15 დან 22 აგვისტოს ჩათვლით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“დასმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვის ფესტივალის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში. მოწვეული პედაგოგის იენტელ დე ვერდტის (ბელგია) მიერ მოცეკვავეებს ჩაუტარდათ ინტენსიური მასტერ კლასები თანამედროვე ცეკვაში და ვორკშოპი ცეკვის ვიდეოს შექმნის შესახებ.

მასტერკლასები

სრულად...
კონტაქტური იმპროვიზაციის მასტერკლასი
სრულად...

22 ივლისს, მოლდოველმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ალექსანდრა სოშნიკოვამ დასს კონტაქტური იმპროვიზაციის მასტერკლასი ჩაუტარა.

თანამედროვე ბალეტის საჩვენებელი კლასი და მასტერკლასები პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეებისათვის
სრულად...

15 ივლისს, მზიურში, თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დასმა თანამედროვე ბალეტის საჩვენებელი კლასი და პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეებისათვის მასტერკლასები ჩაატარა. საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი: მარინა ალექსიძე; პედაგოგი: ნათია ჩიკვაიძე.

თანამედროვე ბალეტის ღია მასტერკლასი
სრულად...

10 ივნისს, მზიურში, თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ბავშვებისა და მოზარდებისათვის (10 - დან 17 წლამდე)  თანამედროვე ბალეტის სამი ღია მასტერკლასი ჩატარდა. საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი:    მარინა ალექსიძე; პედაგოგი: ნინო გოგუა.

დავით ხოზაშვილის მასტერკლასები
სრულად...

5-დან 10 ივნისამდე თურქეთში მოღვაწე ბალეტის ქართველმა პრემიერმა დავით ხოზაშვილმა დასს მასტერკლასები ჩაუტარა.

არტურ ლუარტის მასტერკლასები
სრულად...

2016 წლის 7 დან 9 დეკემბრამდე, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალის ფარგლებში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისთვის ფრანგი მოცეკვავის არტურ ლუარტის თანამედროვე ბალეტის მასტერ-კლასები გაიმართა.

ლექცია-შეხვედრები

ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება "შექსპირი საქართველოში" (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება)
სრულად...

21 იანვარს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტის” დასის დირექტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება “შექსპირი საქართველოში” (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება).

ღონისძიების ფარგლებში შედგა დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი.სიყვარული” ვიდეოჩვენება, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო სემინარი “შექსპირი საქართველოში”, რომლის ბოლოსაც ნაჩვენები იყო დავითის მიერ გადაღებული უნიკალური ვიდეო, საუბარი ბრიტანელ პროდიუსერთან ტელმა ჰოლტთან, რომელმაც ინგლისს რობერტ სტურუას სპექტაკლები აჩვენა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს დავით მაზიაშვილმა ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ღონისძიებაზე გამოფენილი წიგნები და ალბომები.

შეხვედრა მარიამ ალექსიძესთან თემაზე - "ბაროკო თანამედროვე ქორეოგრაფიაში"
სრულად...

22 ნოემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან თემაზე "ბაროკო თანამედროვე ქორეოგრაფიაში".

რატი ამაღლობელის, რუსუდან მეიფარიანისა და მარიამ ალექსიძის მაყურებელთან შეხვედრა-დისკუსია
სრულად...

12 ნოემბერს, გერმანიის ქ.შტუტგარტის “Linden Museum” - ში პროექტის  “Hinter den grenzen” (საზღვრებს მიღმა) ფარგლებში გაიმართა რატი ამაღლობელის, რუსუდან მეიფარიანისა და მარიამ ალექსიძის მაყურებელთან შეხვედრა-დისკუსია, რომელსაც კულტუროლოგი ულრიკე ბონე წარუძღვა.

შეხვედრა-ლექცია მუსიკისმცოდნე მანანა კორძაიასთან
სრულად...

ახალისპექტაკლის STALAG VIII-A მზადების პერიოდში შედგა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისისთანამედროვებალეტის“ დასის შეხვედრა-ლექცია მუსიკისმცოდნე მანანა კორძაიასთან, ოლივიე მესიანისა და მისი თხზულების „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ თემაზე.

ქორეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტების ლექცია - შეხვედრა მარიამ ალექსიძესთან
სრულად...

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2018 “, რომლის ფარგლებშიც              27 აპრილს შედგა მარიამ ალექსიძის შეხვედრა-მასტერკლასი ქორეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებთან. 

მეტამორფოზები - შეხვედრები/ლექციები
სრულად...

პროექტის „მეტამორფოზები“ ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შემეცნებითი შეხვედრები და ლექციები ჩატარდა. ლექციებს უძღვებოდნენ: აკადემიკოსი რისმაგ გორზედიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ კობახიძე და ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.

ლექცია-შეხვედრა მარიამ ალექსიძესთან
სრულად...

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საჯარო ლექციების და შეხვედრების ციკლის ფარგლებში 2017 წლის 28 სექტემბერს, დასის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე მიწვეული იყო ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, სადაც შედგა ლექცია-შეხვედრა თემაზე „თანამედროვე ბალეტი“.
ლექციას ესწრებოდნენ ვ.ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები, თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტები, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტები, ილიასა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტების დოქტორანტები, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და დარგის სპეციალისტები.
ლექციის ბოლოს მარიამ ალექსიძემ ისაუბრა თბილისის მერიის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასის დაფუძნების მნიშვნელობაზე და დასის მხატვრულ მიმართულებებზე.