თანამედროვე ცეკვის კლასები

თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები განკუთვნილია 13 წლიდან ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და ცეკვის გამოცდილებას. 

ჩართე გონება, სხეული, არტისტული სულისკვეთება და შემოგვიერთდი სიცოცხლითა და ენერგიით სავსე თანამედროვე ცეკვის გაკვეთილებზე!

ცეკვის შესწავლა ემსახურება ადამიანის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას, შრომისმოყვარეობის, დისციპლინის, პასუხისმგებლობის შეგრძნებას. ქორეოგრაფიული აღზრდა განსხვავებული საცეკვაო მონაცემისა და შესაძლებლობის ნებისმიერ ადამიანში ანვითარებს რიტმს, დამახსოვრებისა და გამეორების უნარს. ხელს უწყობს მოქნილობას, კოორდინაციას, ცეკვის და მუსიკის ხასიათის აღქმის უნარს. ხსნის დაძაბულობას და ანვითარებს ფანტაზიას. სწავლის პროცესში ადამიანს უვითარდება თანამედროვე ცეკვის, როგორც აღქმის, დამახსოვრების და გამეორების უნარი, ისე ნასწავლი და უკვე დახვეწილი კომპოზიციების წარმოდგენისა და თავის წარმოჩენის უნარიც. თანამედროვე ცეკვა მატებს სილაღეს და სიმსუბუქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაინტერესების შემთხვევაში ამავე გვერდიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ კლასების შესახებ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა.

საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი:
მარინა ალექსიძე - გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მმართველი-მთავარი ბალეტმაისტერი



უკან დაბრუნება