სიახლითა და სიცოცხლით სავსე თანამედროვე ცეკვის გაკვეთილები მოსწავლეებს ტრადიციული ფორმებით დადგენილი საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. გაკვეთილები ტარდება, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოცეკვავეებისათვის. თანამედროვე ცეკვა იდეალურია ყველასთვის, რადგან ანვითარეს სხეულის სწორად მართვის უნარს, რისი წყალობითაც ახალი მოძრაობების სწავლა უფრო იოლი და უსაფრთხოა.
თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა სტილი ხაზს უსვამს იმას, რომ მოძრაობა ადვილია, როდესაც ადამიანის სხეული კარგად მომზადებულია და ადამიანის ბუნებრივ უნარებსა და ენერგიას იყენებს.
ორგანული, მარტივი მოთელვა ხელს უწყობს ძალის განვითარებას, ხოლო სხეულის ჯანსაღი მართვის უნარი ცეკვის ამოცანების შესრულების წინაპირობაა. გაკვეთილები მიმართულია წონის, ენერგიის, რიტმისა და იმპულსების ქორეოგრაფიაში გამოყენებაზე.
ჩართე გონება, სხეული, არტისტული სულისკვეთება და შემოგვიერთდი თანამედროვე ცეკვის გაკვეთილებზე!
დაინტერესების შემთხვევაში ამავე გვერდიდან ჩამოტვირთეთ დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა.
საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი:
მარინა ალექსიძე - გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მმართველი-მთავარი ბალეტმაისტერი
პედაგოგი - უილიამ პრატი