სპექტაკლის სიუჟეტური მხარე შექსპირის პიესებზე დაყრდნობითაა აგებული, რომელიც ერთგვარ ქორეოგრაფიულ ალუზიებსა და ფანტაზიას წარმოადგენს და შექსპირისეულ პერსონაჟებს დრამატურგიული გადაწყვეტით აერთიანებს. მხატვრული ფორმით სპექტაკლი განსხვავებულია. შექსპირისეულ სიუჟეტებს მსახიობები არა სიტყვით, არამედ სხეულის ენით გაითამაშებენ, ყველასათვის ნაცნობ შექსპირის პერსონაჟებს, სცენაზე თანამედროვე ცეკვის ენით აცოცხლებენ და ადამიანის ბუნების, ხასიათის საიდუმლოებების, მისი სულის მდგომარეობის გამოვლინებას, სხეულით ფიქრისა და სხეულის ფიზიკის საშუალებით ახერხებენ... დრამატული თეატრის მსახიობებისა და ბალეტის მოცეკვავის ქორეოგრაფიულ გარდასახვას, მუსიკოსის ცოცხალ შესრულებას, წარმოდგენის ვერბარულ ნაწილს – სონეტებს, რომელთა მელოდიურობასაც მსახიობები სხეულის პლასტიკის საშუალებით აჟღერებენ, სიყვარულის ირგვლივ სინთეზური სანახაობა აერთიანებს.
ქორეოგრაფიული ფანტაზია
გადაცემა„სცენა" / „შექსპირი. სიყვარული" / ნაწილი პირველი
გადაცემა „სცენა" / „შექსპირი. სიყვარული" / ნაწილი მეორე
„შექსპირი.სიყვარული” / ქორეოგრაფიული ფანტაზია რუსთაველის თეატრში GDS შუადღე
,,შექსპირი. სიყვარული" / მარიამ ალექსიძე და ლელა ალიბეგაშვილი საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
,,შექსპირი. სიყვარული" / ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე პირველი არხი
,,შექსპირი. სიყვარული" / ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე დილა პირველზე / პირველი არხი