გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის მიერ 2023 წელს საქართველოში გამოიცა სამენოვანი: ქართული, იტალიური და ინგლისური, მულტიმედიური ალბომი - „ბეატრიჩე“.
მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის მნიშვნელოვან ეტაპებს იდეიდან პრემიერამდე.
ალბომის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი. დიზაინი ეკუთვნის გიორგი დადიანს. ყდაზე გამოსახულია თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩედან“ კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი პორტალების სერიიდან. დაიბეჭდა „სეზანში“ საქართველოში იტალიის საელჩოსა და „თიბისი“ ბანკის ხელშეწყობით.
გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ 2023 წელს საქართველოში გამოიცა სამენოვანი: ქართული, იტალიური და ინგლისური, მულტიმედიური ალბომი - „ბეატრიჩე“.
მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის მნიშვნელოვან ეტაპებს იდეიდან პრემიერამდე.
ალბომის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი. დიზაინი ეკუთვნის გიორგი დადიანს. ყდაზე გამოსახულია თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩედან“ კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი პორტალების სერიიდან. დაიბეჭდა „სეზანში“ საქართველოში იტალიის საელჩოსა და „თიბისი“ ბანკის ხელშეწყობით.
ორიგინალური დიზაინისა და მაღალი ხარისხის, სამენოვან ალბომში სინთეზურად თავმოყრილია: ტექსტუალური ნაწილი თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ; ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ დაწერილი ორიგინალური საბალეტო მუსიკის პარტიტურა; დავით მაზიაშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო სტატია - „დანტე 700 - ბეატრიჩე ქართულ სცენაზე“; სპექტაკლის ამსახველი ფოტო მასალა; თანდართული DVD - საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებული სატელევიზიო ვერსია „ბეატრიჩე“.
ალბომის ექსკლუზიური გამოცემა განთავსდება ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში საქართველოში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
25 ოქტომბერს, რომში პროფესორმა დავით მაზიაშვილმა მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის საზოგადოებას გადასცა. 8 ნოემბერს, პარიზში პროფესორმა დავით მაზიაშვილმა მულტიმედიური ალბომი “ბეატრიჩე” საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, ხოლო 10 ნოემბერს, სორბონას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
„როგორც დანტეს ბეატრიჩე გახდა მარადიული, გვინდოდა, რომ მარიამ ალექსიძის სპექტაკლი „ბეატრიჩე“ არ გაუჩინარებულიყო და ვფიქრობ ამის საუკეთესო საშუალებაა წიგნი. მულტიმედიურ ალბომს „ბეატრიჩეს“ ჩვენ ვეძახით გზავნილს მომავალში.“ - პროფესორი დავით მაზიაშვილი
„როდესაც წლების წინ დავით მაზიაშვილმა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით „ბეატრიჩეს“ დადგმის იდეა გამიზიარა, ამ ჩანაფიქრში ყველაზე მეტად მომხიბლა მოძრაობამ ბნელიდან ნათელისკენ, მოძრაობამ წინ! ხოლო როდესაც მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის იდეა გამიზიარა და მითხრა, რომ ეს იქნებოდა ჩვენი გზავნილი მომავალში, ამ შემთხვევაშიც დავინახე - მოძრაობა წინ.“ - ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე