2023 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა მოიწვია კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი, რათა ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე საბალეტო წარმოდგენისათვის „მედეა“ შექმნილიყო ახალი საავტორო, საბალეტო მუსიკა.
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „მედეას“ მუსიკალურ ვერსიაში გაერთიანებულია იოსებ ბარდანაშვილის სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები და სპეციალურად „მედეასთვის“ შექმნილი მუსიკა მამაკაცთა ხმებისათვის.
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისათვის „მედეა“ საავტორო, საბალეტო მუსიკის შექმნის ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მარიამ ალექსიძის ჩანაფიქრისთვის სპეციალურად შეიკრიბა ექვსი მუსიკოსი: გოგიტა ნატროშვილი, ომარ ბურდული, მიხეილ ჯავახიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, ლაშა მიროტაძე და გიორგი კანანაძე, რომელთაც კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილთან თანამშრომლობით ჩაწერეს ბალეტ „მედეასათვის“ შექმნილი ახალი ნაწარმოებები.
იოსებ ბარდანაშვილის ახალი მუსიკა ჩაიწერა აბრეშუმის ფაბრიკის ხმის სტუდიაში.
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისათვის „მედეა“ საავტორო, საბალეტო მუსიკის შექმნის ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.