პროექტი "Hinter den Grenzen" (საზღვრებს მიღმა) ამორჩეულ იქნა და დაფინანსდა გერმანული მუსიკალური ფონდის მიერ 2018 წელს, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარ ქვეყანას წარმოადგენდა. პროექტის იდეა აერთიანებდა ერთი თაობის სამ ქართველ ხელოვანს, პოეტს რატი ამაღლობელს, გერმანიაში მოღვაწე ქართველ კომპოზიტორსა და მუსიკოსს რუსუდან მეიფარიანს და ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძეს, რათა შეექმნათ ახალი ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომლის პრემიერაც 2018 წლის 10,11 და 12 ნოემბერს სამხრეთ გერმანიაში გაიმართა. პროექტი ამავე დროს გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" კამერული დასის პირველი საერთაშორისო გასტროლი გახლდათ.
პირველი განყოფილება:
თანამედროვე ბალეტი „ხმა დაირისა...“ რუსუდან მეიფარიანისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მონაწილეობით.
კომპოზიტორი - რუსუდან მეიფარიანი
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მეორე განყოფილება:
თანამედროვე ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა "საზღვრებს მიღმა" რუსუდან მეიფარიანის ანსამბლისა და
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მონაწილეობით.
პოეზია რატი ამაღლობელისა
კომპოზიტორი - რუსუდან მეიფარიანი
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
წარმოდგენის შემდეგ:
რუსუდან მეიფარიანის, მარიამ ალექსიძისა და რატი ამაღლობელის შეხვედრა-დისკუსია მაყურებელთან.
მოდერატორი კულტუროლოგი ულრიკე ბონე.
10.11.2018 Stadthalle, Scheer
11.11.2018 Versöhnungskirche, Schorndorf
12.11.2018 Lindenmuseum Stuttgart