2020 წელს იწყება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობა.
თანამშრომლობის ფარგლებში 2020 წლის 17-21 თებერვალს დასის მოცეკვავეებისათვის ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ინგლისელი ქორეოგრაფის უეინ მაკ გრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი.
დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკ გრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.
https://www.youtube.com/watch?v=6J0iV8YKJfw
გიორგი ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი ხელს უწყობს დასს, რომ ვორკშოპის ჩატარებისათვის მოიწვიოს Studio Wayne McGregor - ის წარმომადგენელი, მოცეკვავე და პედაგოგი ლუის მაკმილერი, რომელიც უხელმძღვანელებს და გაუძღვება ვორკშოპს.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 17-21 თებერვალს, დასის მოცეკვავეებისათვის ქორეოგრაფ უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი გაიმართება. ინტენსიურ ვორკშოპს გაუძღვება ლუის მაკმილერი.
ლუის მაკმილერი, უეინ მაკგრეგორის დასში ცეკვავდა, ამჟამად კი აგრძელებს სტუდიოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ პროექტებზე და მსოფლიო მასშტაბით ხელმძღვანელობს დადგმებსა და საგანმანთლებლო პროექტებს.
https://www.youtube.com/watch?v=JmwkT-_cQak
დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკგრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.