2021 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდა დიდი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შეიქმნა საავტორო თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“, რომლის მსოფლიო პრემიერაც რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგა.
დავით მაზიაშვილის იდეით, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, გიორგი ალექსიძის ფონდის დაკვეთით, ბალეტის საავტორო მუსიკა სპეციალურად შეექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელ თანამედროვე იტალიელ კომპოზიტორს დარიო მარიანელის, რომელიც სცენაზე ცოცხლად შესრულდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ.
2021 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდა უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თარიღის მსოფლიო აღნიშვნას. პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისთვის დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი-ხილვა - „ბეატრიჩე“ , რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა 2021 წლის 19 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე. დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრითა და გიორგი ალექსიძის ფონდის შეკვეთით ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა, დარიო მარიანელიმ, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ბალეტისათვის სპეციალურად შექმნა საავტორო მუსიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად შესრულდა.