16 ივლისი 2023
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე, 2022-2023 სეზონი დასრულდა გასტროლით თელავში
სრულად...23 ივნისი 2023
მეცხრეკლასელი მოსწავლის, ბარბარე ტაბიძის ინგლისურენოვანი ჩანახატი - “Metamorphoses: From Shakespeare to Ovid”
სრულად...09 ივნისი 2023
9 ივნისს, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს სტუმრად ეწვია და მირიამ ენგელის უორკშოპის შემაჯამებელ-საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო.
სრულად...08 ივნისი 2023
კვირას, 11 ივნისს, 16:00 - დავით მაზიაშვილი გადაცემაში შემდეგი გაჩერება, იმედზე
სრულად...„მარიამი ხვდება მირიამს“
დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით ერთ საღამოზე წარმოდგენილი იქნება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური და გამორჩეული, თანამედროვე მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა.
პირველი განყოფილება
„მარიჯან“ – მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა ქართველი პოეტი- ქალის, მარიჯანის დღიურების მიხედვით.
იდეისა და კონცეფციის ავტორი - დავით მაზიაშვილი.
მარიჯანის ტექსტს კითხულობს - ეკა მოლოდინაშვილი (რუსთაველის ეროვნული თეატრი).
მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია.
მეორე განყოფილება
„ზაზელ“ – გასროლა ზარბაზნიდან
მირიამ ენგელის ვირტუოზული ცეკვის თეატრი (ისრაელი)
იგალ მირტენბაუმთან კოლაბორაციით.
როზა მარია რიხტერის, მოხეტიალე ცირკის აკრობატის, სცენური ფსევდონიმით „ზაზელ“, ნამდვილი ამბავი, რომელსაც ყოველ საღამოს ზარბაზნიდან გაისროდნენ ხოლმე.
პროექტის პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა-კონცერტში. დასმა წარმოადგინა მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად 26 მაისისათვის შექმნილი ქორეოგრაფიული მინიატურები, დიდი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის მუსიკაზე.
14 მაისი 2023
ფილმ-ბალეტი „მზიანა“ - შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2023-ის პროგრამაში
სრულად...მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი „მზიანა“ - გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა, ჩვენი დასის მონაწილეობით, შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2023-ის პროგრამაში, კატეგორიაში: International Poetry Shorts.
დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით შთაგონებული BLOOMSDAY კინოფესტივალი კინოს, ლიტერატურისა და მხატვრული ინოვაციების აღსანიშნად დაარსდა. სწორედ ამ ფესტივალზე, გასულ წელს, მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტმა - „ლუჩიას ოთახი“, დასის წამყვანი სოლისტის მარიამ დარჩიას მონაწილეობით, ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა მიიღო.
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის საავტორო პროექტი „გალაკტიონ ტაბიძის პოეზია და ცეკვა“, 2022 წელს განხორციელდა წაღვერში, პოეტ მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“ და მარიჯანის ტყეში, ხოლო ფილმ-ბალეტს „მზიანა“ ეწოდა.
სპეციალურად ფილმის სუბტიტრებისთვის გალაკტიონის ლექსები აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა თარგმნა.
დუბლინის წლევანდელ BLOOMSDAY კინოფესტივალზე ფილმ-ბალეტი „მზიანა“ ნაჩვენები იქნება 11-დან 16 ივნისამდე.
http://www.bloomsdayfestival.ie/bff-official-selection-2023
#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet #2022_2023season
11,12,13 და 14 მიასს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონში წარმოადგენს თანამედროვე ბალეტს - „მეტამორფოზები“.
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
იდეისა და კონცეფციის ავტორი - დავით მაზიაშვილი
იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
მხატვარი - ანა ნინუა
მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
12 აპრილი 2023
11,12,13 და 14 მიასს, აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონში, თანამედროვე ბალეტი - „მეტამორფოზები“
სრულად...11,12,13 და 14 მიასს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონში წარმოადგენს თანამედროვე ბალეტს - „მეტამორფოზები“.
თანამედროვე ბალეტში ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით მოცემულია სამყარო, რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული.
დავით მაზიაშვილის კონცეფციით, იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკის სინთეზით, ანა ნინუას მხატვრობით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეები ამ გარდასახვებს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის ენით წარმოგვიდგენენ.
10 აპრილი 2023
დავით მაზიაშვილმა, თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში ჩაატარა ლექცია „მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და გიორგი ალექსიძის სახელობის - თბილისის თანამედროვე ბალეტი“. ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები დაესწრნენ თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“
სრულად...„...თუ როგორ შეიძლება სკოლამ მიიყვანოს ბავშვები თეატრში, თეატრმა ლიტერატურაში და ლიტერატურამ უნივერსიტეტში. სწორედ ეს მნიშვნელოვანი სამკუთხედი – განათლება, მეცნიერება და ხელოვნება იყო კონცენტრირებული ჩემს ლექციაში, ბოლოს კი ყველაფერი თავად ნახეს სცენაზე“ – ჩვენი დასის დირექტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა, თსუ-ს ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში ჩაატარა ლექცია „მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა და გიორგი ალექსიძის სახელობის - თბილისის თანამედროვე ბალეტი“. ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები დაესწრნენ თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“.
#2022_2023season #DovinDovenDovli
#MariamAleksidze #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
https://atinati.com/news/6413464f0e402f0038ef156f
ინგლისურენოვანი სტატია მარიამ ალექსიძისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ შესახებ მედია პლატფორმაზე
სტატიის ავტორი - ილია თავბერიძე
05 მარტი 2023
ჩვენი დასის დირექტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის საჯარო ლექცია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში!
სრულად...10 მარტს, 20 - სთ-ზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს
ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „ბეატრიჩე“
დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
ვიდეორგოლები:
BEATRICE - Video by Atinati
https://www.youtube.com/watch?v=yfCWS4ajJvU
TRAILER – BEATRICE
15 დეკემბერი 2022
თანამედროვე ცეკვის მკვლევრის ხათუნა მზარელუას ახალი წიგნი „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე)
სრულად...09 დეკემბერი 2022
ჩვენი დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დირექტორი დავით მაზიაშვილი მიწვეული იყვნენ იერუსალიმის საერთაშორისო ცეკვის კვირეულზე, რომელიც ორგანიზებული იყო იერუსალიმის Machol Shalem Dance House მიერ
სრულად...4-დან 8 დეკემბრის ჩათვლით იერუსალიმის საერთაშორისო ცეკვის კვირეულმა უმასპინძლა მთელი მსოფლიოდან მიწვეულ სპეციალისტებს, ხელოვანებსა და თანამედროვე ცეკვის სფეროში წამყვანი ინსტიტუციების, დასების, ფესტივალების, ცენტრების, კონკურსების, პლატფორმებისა და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელებს. ცეკვის კვირეული მოიცავდა ისრაელელი ქორეოგრაფების თანამედროვე ცეკვის ნამუშევრების ჩვენებებს, VR შოუს, ქორეოგრაფიის საერთაშორისო კონკურსს, ადგილობრივ ხელოვანთა ინიციატივების პრეზენტაციებს, გაცნობით შეხვედრებს და ასევე სამუშაო შეკრებების პლატფორმას მიწვეულ საერთაშორისო ექსპერტთა და ხელოვანთა შორის კავშირების დამყარება-გაღრმავების მიზნით.
#jerusaleminternationaldanceweek #macholshalemdancehouse
#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
10 ნოემბერი 2022
დავით მაზიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დუბლინის ჯეიმზ ჯოისის კულტურის ცენტრისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვებინარში - “Ulysses at 100 – A Shared Celebration of James Joyce”
სრულად...ჩვენი დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის სტატია „ალექსიძის მეტამორფოზა“ ჟურნალ „არილში“.
„ალექსიძის „არტისტული რიტუალი“ ოვიდიუსის პოეზიის საფუძველზე თამაშდება, რომელშიც პლასტიკურადაა წარმოჩენილი თანამედროვეობაში სილამაზის, სიყვარულის, სექსის, ხელოვნების, პოლიტიკის, ღალატის, შურის, ბოროტების, ძალაუფლების გარდასახვები.“
#davidmaziashvili
#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
დღეს ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს სტუმრად ეწვია და დაესწრო რეპეტიციას.
15 და 16 ნოემბერი/20:00 - სამეფო უბნის თეატრი
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო
მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
ბილეთები:
პოსტერზე - მარიამ ქოიავა
ფოტო - თინა ყაზახიშვილი
დიზაინი - ბესიკ დანელია
#giorgialeksidze
#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
სულხან ნასიძის საიუბილეო საღამო - სადადგმო რეპეტიცია.
21 ოქტომბერს, 19.00 სთ.-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგება დიდი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 95 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის მიერ სპეციალურად ამ საღამოსთვის სულხან ნასიძის მუსიკაზე დადგმული ქორეოგრაფიული კომპოზიციის პრემიერა.
მონაწილეობენ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობები: ნინო გოგუა, მარიამ დარჩია, მარიამ ქოიავა და ნატალია კუკულაძე
16 ოქტომბერი 2022
„დოვინ-დოვენ-დოვლი...“- გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი
სრულად...დღეს, 16 ოქტომბერს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“.
#GalaktionTabidze #MariamAleksidze #DovinDovenDovli #EristaviTheatre
#2022_2023season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
ჩვენმა დასმა მონაწილეობა მიიღო ჭიათურის სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალში - Adventure 2022.
17 სექტემბერს, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მიწვევით, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე წარმოდგენილი იყო კოტიას მღვიმესთან.
#Adventure2022 #Chiatura
#2022_2023season #DovinDovenDovli
#MariamAleksidze #GalaktionTabidze #Poetry&Dance
27 სექტემბერს, 20:00, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე, რითაც გაიხსნება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე სეზონი.
6-8 სექტემბერს თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალმა იერუსალიმში გააერთიანა ქორეოგრაფების ორიგინალური სოლო ნამუშევრები ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან. The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე, იერუსალიმის ისტორიულ კულტურის ცენტრში "The Hansen House" წარმოდგენილი იყო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ - ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.
https://jisdf.co.il/show/the-street/?lang=en
დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ - ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით წარმოდგენილი იქნება The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე.
The Jerusalem International Solo Dance Festival-ი გაიმართება 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით იერუსალიმის ისტორიული და გამორჩეული კულტურის ცენტრის ‘The Hansen House” თეატრალურ სცენაზე, ღია ცის ქვეშ. თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი იერუსალიმში წარმოადგენს ქორეოგრაფების ორიგინალურ სოლო ნამუშევრებს ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან.
ფესტივალში მონაწილეობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
მხარდამჭერი: საქართველოს საელჩო ისრაელში.
#2022_2023season
#MariamAleksidze #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
#jisdf2022 #jisdf #fjisdfsolojerusalem #angeladanceco
31 აგვისტო 2022
იწყება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეშვიდე, 2022-23 სეზონი!
სრულად...https://www.facebook.com/photo/?fbid=748868026545449&set=pb.100042667758863.-2207520000..
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე გვიზიარებს მეშვიდე 2022-23 სეზონის გეგმებს.
გთხოვთ, გაეცნოთ მის სიტყვას დასის ფეისბუქის გევრდზე.
#2022_2023season #newseason #announcement
31 ივლისი 2022
დავით მაზიაშვილის „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ ლიტერატურული პრემია - „საბას” ფინალში!
სრულად...16 ივნისი 2022
BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე, დუბლინში, ფილმ-ბალეტმა „ლუჩიას ოთახი“ Best International Joycean კატეგორიაში ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა.
სრულად...„ჯეიმზ ჯოისმა ერთ დროს ჩვეულებრივი ქალაქი კოსმოპოლიტურ ქალაქად აქცია. ეს ქალაქი ყველას ქალაქი გახდა“ – დავით მაზიაშვილი.
16 ივნისს დუბლინში ტრადიციულად აღინიშნება ბლუმის დღე. წელს მთელი მსოფლიო დუბლინელებთან ერთად აღნიშნავს „ულისეს“ საუკუნოვან ისტორიას. საყურადღებოა, რომ ამ დღეს წინ უსწრებდა ფილმ-ბალეტის„ლუჩიას ოთახი“ წარმატება BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე ჯეიმზ ჯოისის ცენტრში. ფესტივალზე მიიწვიეს ფილმის ავტორები მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებლი, გამორჩეული მოცეკვავე მარიამ დარჩია.
სატელეფონო ჩართვა დუბლინიდან: დავით მაზიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
15 ივნისი 2022
15 ივნისს დუბლინში, ისტორიულ ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ის პროგრამის ფარგლებში, გაიმართება მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტის, „ლუჩიას ოთახის“ პრემიერა მაყურებლის დასწრებით. ფილმის ჩვენებაზე მიწვეული არიან ავტორები მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებლი მარიამ დარჩია. პრემიერის შემდეგ შედგება შემოქმედებითი ჯგუფის შეხვედრა მაყურებელთან.
სრულად...14 ივნისი 2022
„მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, მოძრაობის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა” წარმოადგინა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“.
სრულად...11 ივნისი 2022
„მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი“ - 14 ივნისს, მოძრაობის თეატრში დასი წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტს „12 პაემანი“
სრულად...გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ მონაწილეობს „მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალში“. ფესტივალის ფარგლებში 14 ივნისს 21:00, მოძრაობის თეატრში დასი წარმოადგენს მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტს „12 პაემანი“.
24 მაისი 2022
Bloomsday Film Festival to mark James Joyce anniversary with programme featuring Tbilisi Contemporary Ballet production
სრულად...23 მაისი 2022
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“, შერჩეულია დუბლინის BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022 -ის პროგრამაში, კატეგორია - Joycean Shorts.
სრულად...29 აპრილი 2022
დასის დირექტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი მონაწილეობს დიდი ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გამოცემიდან 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც რომის უნივერსიტეტში იმართება.
სრულად...08 აპრილი 2022
უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა ჩვენს დასთან ერთად მონაწილეობს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“.
სრულად...უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა 18 აპრილს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ჩვენს დასთან ერთად მონაწილეობს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“.
დასის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგა ვიდიშევა მარტის თვიდან შეუერთდა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“. „ბეატრიჩე“ პირველი წარმოდგენა იქნება, რომელშიც ოლგა მიიღებს მონაწილეობას.
ფოტოალბომი "ბეატრიჩე" - რეპეტიცია
https://www.facebook.com/media/set/?vanity=100042667758863&set=a.637191344379785
TRAILER: https://youtu.be/9shGRv8HfC8
18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი.
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად დაწერილი მუსიკა.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი.
ბეატრიჩე - მარიამ დარჩია.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
კოსტიუმების დიზაინერი თამუნა ინგოროყვა.
ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
28 მარტი 2022
18 აპრილი/20:00 რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“
სრულად...18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი.
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად დაწერილი მუსიკა.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
ბეატრიჩე - მარიამ დარჩია.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
კოსტიუმების დიზაინერი თამუნა ინგოროყვა.
ვიზუალური ინსტალაცია - კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი.
01 მარტი 2022
მოცეკვავე ოლგა ვიდიშევას უკრაინიდან, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელშეწყობა ექნება
სრულად...უკრაინიდან, ზაპაროჟიედან, მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ოლგას თანადგომის მიზნით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგას ექნება ხელშეწყობა, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობამდე შეინარჩუნოს პროფესია, დასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენებში და საგანმანათლებლო მიმართულებით დაეუფლოს თანამედროვე ცეკვის ტექნიკას.
ვიდეო: https://youtu.be/vBFoVHb9fuE
#thebachproject1
გადაცემა: https://youtu.be/bn8d986hP94
The Bach Project 1 – 18,19 და 20 თებერვალს 20 სთ-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა სამეფო უბნის თეატრში!
მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტი - თანამედროვე ბალეტების ციკლი ი.ს.ბახის მუსიკაზე, მუსიკოსებთან და თანამედროვე კომპოზიტორებთან თანამშრომლობით.
ციკლიდან პირველი დადგმა აერთიანებს ბახის ჩელოს სიუიტებს და ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკას.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებს შეუერთდება მოწვეული ჩელისტი მატია ზაპა და ბახის ჩელოს სიუიტებს სცენაზე ცოცხლად შეასრულებს.
The Bach Project 1 – 18,19 და 20 თებერვალს 20 სთ-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა სამეფო უბნის თეატრში!
მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტი - თანამედროვე ბალეტების ციკლი ი.ს.ბახის მუსიკაზე, მუსიკოსებთან და თანამედროვე კომპოზიტორებთან თანამშრომლობით.
ციკლიდან პირველი დადგმა აერთიანებს ბახის ჩელოს სიუიტებს და ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკას.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებს შეუერთდება მოწვეული ჩელისტი მატია ზაპა და ბახის ჩელოს სიუიტებს სცენაზე ცოცხლად შეასრულებს.
12 ნოემბერი 2021
გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს საღამოში მონაწილეობას მიიღებს მოწვეული მოცეკვავე სერგეი პოპოვი
სრულად...12 ნოემბერი 2021
„გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოს პირველი ერთობლივი რეპეტიცია
სრულად...„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“, სოლისტებისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ ჩატარდა „გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოს პირველი ერთობლივი რეპეტიცია.
13 ნოემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალზე, „გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს“ ქორეოგრაფიის საღამოზე, ფესტივალის მიერ მოწვეული მოცეკვავე ვინჩენცო კაპეცუტო შეასრულებს მარიამ ალექსიძის ახალ მინიატურას ა.მარჩელოს მუსიკაზე, რომელიც მარიამ ალექსიძემ სპეციალურად ვინჩენცო კაპეცუტოსთვის გიორგი ალექსიძის ნეობაროკოს სტილში დადგა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021 წლის“ ფარგლებში მოწვეულმა მოცეკვავემ და მომღერალმა (ალტი), ვინჩენცო კაპეცუტომ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.
06 ნოემბერი 2021
მარიამ ალექსიძის სიტყვა კომპოზიტორ დარიო მარიანელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ
სრულად...30 ოქტომბერი 2021
29 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“.
სრულად...24 ოქტომბერი 2021
ჩვენი დასი დაესწრო კომპოზიტორ დარიო მარიანელის რეპეტიციას თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან - „საქართველოს სინფონიეტა“.
სრულად...21 ოქტომბერი 2021
Georgia Today რეცენზია მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტზე „12 პაემანი“
სრულად...28 სექტემბერი 2021
30 სექტემბერს, 23:30-ზე, საქართველოს პირველი არხზე, მსოფლიო სატელევიზიო პრემიერა - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.
სრულად...30 სექტემბერს, 23:30-ზე, საქართველოს პირველი არხი და გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” წარმოგიდგენთ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ “ბეატრიჩეს” მსოფლიო სატელევიზიო პრემიერას!
https://youtu.be/HOBIr7I41JY
თინათინ ბარამიძე 2021-22 სეზონიდან დასის მსახიობი გახდა!
2016 წლიდან თინათინი დასის საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტი და პრაქტიკანტი იყო. მცირე ასაკიდან საბალეტო ხელოვნებას მაკა მახარაძის ბავშვთა საბალეტო სკოლაში ეუფლებოდა, მონაწილეობდა სტუდიის საბავშვო სპექტაკლებში, კლასიკურ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვის ტექნიკას პროფესიონალურად გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში დაეუფლა; 2016 წლიდან მონაწილეობდა დასის სარეპერტუარო სპექტაკლებში, სხვადასხვა პროექტებსა და გასტროლებში.
ამ დროისთვის დასის საგანმანათლებლო მიმართულების ათამდე სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა და მონაწილეობა მიიღო დასის სხვადასხვა პროექტში, თინათინის სახით კი ხუთი წლის დასს უკვე თავისი აღზრდილი კადრი ყავს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.
ვულოცავთ თინათინ ბარამიძეს და წარმატებას ვუსურვებთ!
#2021_2022season #GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
სექტემბრიდან განახლდა დასის საგანმანათლებლო პროგრამები:
• თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსი მოცეკვავეებისათვის
• თანამედროვე ცეკვის სამოყვარულო კლასები
პროგრამების აღწერა და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დასის ვებვერდზე:
http://www.tbilisiballet.ge/geo/education-projects/
ამავე ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა.
მსურველებმა გთხოვთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე tbilisiballet@gmail.com
ვიწვევთ პროფესიონალ მოცეკვავეებს, 18-დან 25 წლამდე გოგონებს - საბალეტო გამოცდილებით და ვაჟებს - პროფესიონალ მოცეკვავეებს ცეკვის ნებისმიერ ჟანრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ 2021/2022 სეზონის პროექტებისათვის შესარჩევ გასინჯვაში მონაწილეობის მისაღებად.
დაზუსტებული ინფორმაცია იხილეთ:
https://www.facebook.com/photo.php?fbid=495088425256745&set=pb.100042667758863.-2207520000..&type=3
დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის მიმართვა მაყურებელს ახალი სეზონის შესახებ
იხილეთ სრულად:
https://www.facebook.com/photo.php?fbid=493248545440733&set=pb.100042667758863.-2207520000..&type=3
დასრულდა გადაღებები.
მარიამ ალექსიძის „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ - მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენის პრემიერა ნაჩვენები იქნება აგვისტოს ბოლოს დასის ფეისბუქ გვერდსა და იუთუბის არხზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.
ჩვენი დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, მარიამ ალექსიძის პროექტმა, მონო ქორეოგრაფიული ვიდეო- წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი წაღვერში“, გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში:
„ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა“.
„მარიჯანის ოთახი წაღვერში“, წარმოდგენილი იქნება პოეტ მარიჯანის წაღვერის აგარაკიდან „მზიანა“, ვირტუალურ სამყაროში.
2020 წელს, მარიამ ალექსიძის მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი“ ერთ-ერთი პირველი რეაგირება იყო პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაზე.
ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურები მარიამ ალექსიძემ მარიჯანის ისტორიულ ბინაში, სოლოლაკში, აამოძრავა და მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა მაყურებელს დისტანციური ფორმატით შესთავაზა იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში სახელოვნებო პროცესები შეჩერებული იყო. მარიჯანის დღიურები დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ფიქრები ინტიმურია, მეორე მხრივ, საზოგადოა, განათესავებს მის განცდებთან და დღევანდელ დღესაც ძალიან აქტუალურია.
მარიამ ალექსიძე მაყურებლის წინაშე წარსდგა, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, შემსრულებელი და მუსიკალური ვერსიის ავტორი.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშილისა და მარიამ ალექსიძის ახალი პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში, რომლის შედეგად თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლს ჩაეყარა საფუძველი.
ამჯერად ჩანაფიქრია, რომ დაიდგას „მარიჯანის ოთახის“ მეორე, ახლებური და განსხვავებული მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი წაღვერში“, რომელიც განხორციელედება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“.
მარიამ ალექსიძის „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ დაიდგმება აგარაკზე „მზიანა“ და მონო ქორეოგრაფიული ვიდეო-წარმოდგენა ნაჩვენები იქნება აგვისტოს ბოლოს დასის ფეისბუქ გვერდსა და იუთუბის არხზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.
პროექტის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია არდი.
2020-2021 წლის სეზონი დასრულდა გასტროლით მესტიაში.
დიდი მადლობა მაყურებელს და ყველა გულშემატკივარს!
#სვანეთობა2021
#GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
#2020_2021season
სვანეთობა 2021!
მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიწვევით, ჩვენი დასი მიემგზავრება სვანეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კულტურულ ღონისძიებაში „სვანეთობა 2021“.
ღონისძიების ფარგლებში, 29 ივლისს მესტიაში წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „მეტრონომი“ ნიკა მაჩაიძისა და ნატალია ბერიძის მუსიკაზე.
მიწვევისთვის მადლობას ვუხდით მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს.
საგანმანათლებლო პროგრამა - Educational programme
დასის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი ინტენსიური კურსი გაიარეს და სერტიფიკატები მიიღეს.
კლასებს უძღვებოდა დასის საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგი უილიამ პრატი.
საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე.
04 ივნისი 2021
4 ივნისს, სტუმრად გვეწვია და საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი და ქალბატონი კრისტინა ანდერსონი
სრულად...4 ივნისს, სტუმრად გვეწვია და საჩვენებელ რეპეტიციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, კრისტოფერ ანდერსონი და ქალბატონი კრისტინა ანდერსონი, რომელიც გახლდათ ამერიკული მოდერნ ბალეტის უდიდესი წარმომადგენლის, ქორეოგრაფ მარტა გრეჰემის ცეკვის კომპანიის მოცეკვავე.
კრისტოფერ ანდერსონმა, დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა მარიამ ალექსიძემ და დასის დირექტორმა დავით მაზიაშვილმა ისაუბრეს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
26 მაისი 2021
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში
სრულად...გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართა. დასმა წარმოადგინა მარიამ ალექსიძის მიერ 26 მაისისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული კომპოზიცია ნიკა მაჩაიძის ორიგინალურ მუსიკაზე.
19 მაისი 2021
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ "ბეატრიჩეს" მსოფლიო პრემიერამდე - საქართველოში იტალიის ელჩის, ენრიკო ვალვოს, მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის საუბარი
სრულად...19 მაისი 2021
სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში „ახალი დღე“ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ პრემიერის შესახებ
სრულად...18 მაისი 2021
თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი დავით მაზიაშვილი
სრულად...15 მაისი 2021
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობები საუბრობენ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის შესახებ
სრულად...14 მაისი 2021
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და შემოქმედებეთი გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ რეპეტიციას დაესწრო
სრულად...მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და შემოქმედებეთი გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ რეპეტიციას დაესწრო.
დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით კომპოზიტორ დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩესთვის“ დაწერილი საავტორო მუსიკა „საქართველოს სინფონიეტას“ შესრულებით, გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, ბალეტის მსახიობებმა ცოცხლად პირველად მოისმინეს.
11 მაისი 2021
დავით მაზიაშვილის საუბარი დარიო მარიანელისთან თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ
სრულად...09 მაისი 2021
დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მეორე დისტანციური შეხვედრა
სრულად...მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მეორე დისტანციური შეხვედრა.
რეპეტიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ. დარიო მარიანელის მიერ ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ სპეციალურად შექმნილი საავტორო მუსიკა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტამ“ გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით კომპოზიტორს სრულად მოასმენინა.
07 მაისი 2021
ყველა ბილეთი გაყიდულია ! მსოფლიო პრემიერა - მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა - "ბეატრიჩე"
სრულად...06 მაისი 2021
სტატია მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ "ბეატრიჩეს" შესახებ ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე Agenda.ge
სრულად...03 მაისი 2021
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“
სრულად...27 აპრილი 2021
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“
სრულად...მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.
წარმოგიდგენთ მეორე საუბარს, თსუ-ს პროფესორ თემურ კობახიძის ლექციას - დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ გავლენა დასავლურ მხატვრულ ლიტერატურასა და აზროვნებაზე.
იხილეთ ბმული: https://youtu.be/plRGhecJORE
27 აპრილი 2021
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო შეხვედრა "საქართველოს სინფონიეტასთან"
სრულად...მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო შეხვედრა "საქართველოს სინფონიეტასთან". შეხვედრაზე მარიამ ალექსიძემ ორკესტრის მუსიკოსებს, ნაწარმოების მუსიკალური მასალის მიხედვით დეტალურად გააცნო ქორეოგრაფიული დადგმის კონცეფცია.
26 აპრილი 2021
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით დაიგეგმა სალექციო ციკლი - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.
სრულად...24 აპრილი 2021
23 აპრილს თბილისს, იუნესკოს ეგიდით, ოფიციალურად მიენიჭა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი.
სრულად...დღეს გიორგი ალექსიძის “თბილისის თანამედროვე ბალეტმა” იუნესკოს დელეგაციის საპატიო სტუმრებს უმასპინძლა და რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე დადმული, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი”.
22 აპრილი 2021
დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ პირველი დისტანციური შეხვედრა.
სრულად...მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით შედგა კომპოზიტორ დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ პირველი დისტანციური შეხვედრა.
რეპეტიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ. დარიო მარიანელის მიერ ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ სპეციალურად შექმნილი საავტორო მუსიკა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტამ“ გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით კომპოზიტორს სრულად მოასმენინა.
დარიო მარიანელისა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მნიშვნელოვან, ემოციურ შეხვედრასა და თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მუსიკის პირველ ცოცხალ შესრულებას ესწრებოდა დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე.
16 აპრილი 2021
„ბეატრიჩე“ - თანამედროვე ბალეტი-ხილვა მარიამ ალექსიძე თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ
სრულად...12 აპრილი 2021
მალე მსოფლიო პრემიერა ! მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი-ხილვა "ბეატრიჩე"
სრულად...2021 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგმება საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“.
მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგება.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ ბალეტისათვის სპეციალურად შეიქმნა საავტორო მუსიკა.
დარიო მარიანელის ხელმძღვანელობით, მის მიერ სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილი მუსიკა გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად გაჟღერდება.
ბეატრიჩეს სახეს დასის წამყვანი სოლისტი მარიამ დარჩია შეასრულებს.
თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.
მარიამ ალექსიძის კონცეფციით სცენის მხატვრული გადაწყვეტაა კონსტანტინე მინდაძის ნახატების ვიზუალური ინსტალაცია. გრაფიკული დიზაინი - ირაკლი ღარიბაშვილი.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
დავით მაზიაშვილის კონცეფციითა და ხელმძღვანელობით თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო პროცესის ფარგლებში დაიგეგმება შემეცნებითი ვიდეო პროექტი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - ვიდეო პორტრეტები, რომელიც მაყურებელს პრემიერამდე პროექტის მიმდინარეობასა და მონაწილეების შესახებ მოუთხრობს.
დავით მაზიაშვილის მიერ პროექტის მონაწილეთათვის დაიგეგმება სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - შეხვედრები დანტესა და „ღვთაებრივი კომედიის“ თემაზე, რომლებსაც შემეცნებითი ვიდეო პროექტის ფარგლებში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ფეისბუქის გვერდსა და იუთუბის არხზე ფართო მაყურებელს დისტანციურად გაუზიარებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის You ვიდეორგოლში გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი” მონაწილეობს
სრულად...14 მარტი 2021
სანქტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიაში, ბალეტის ვარსკვლავის ნიკა ცისკარიძის ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
სრულად...სანქტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიაში, ბალეტის ვარსკვლავის ნიკა ცისკარიძის ხელმძღვანელობით, დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო წარმოდგენილი იყო ერმიტაჟის თეატრში.
გიორგი ალექსიძე, როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიასთან, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში აკადემიის საბალეტმაისტერო ფაკულტეტის კათედრას ხელმძღვანელობდა.
ქორეოგრაფისადმი მიძღვნილ საღამოს უძღვებოდა აკადემიის პროფესორი ოლგა როზანოვა. გიორგი ალექსიძე გაიხსენეს აკადემიის რექტორმა ნიკა ცისკარიძემ, საბალეტმაისტერო კათედრის ხელმძღვანელმა იური პეტუხოვმა და კლასიკური და წყვილთა ცეკვის კათედრის დოცენტმა მანსურ ენიკეევმა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის კლასიკური საბალეტო დადგმები, რომელიც მან სხვადასხვა წლებში აკადემიის სტუდენტებისათვის შექმნა. აკადემიის საშუალო კლასების მოსწავლეების, კურსების სტუდენტებისა და უცხოელი სტაჟიორებისათვის გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია აღადგინეს აკადემიის პედგოგებმა, საღამოს რეჟისორი - აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ჟანნა აიუპოვა. საღამოს დასასრულს გიორგი ალექსიძის საბალეტმაისტერო კათედრის მოსწავლეებმა ანასტასია ბრეიტმა და მაია პალილიონისმა გიორგი ალექსიძის ხსოვნას საკუთარი დადგმები მიუძღვნეს.
10 მარტი 2021
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძე ქართულ ბალეტში და ქორეოგრაფიაში შეტანილი აღმატებული ღვაწლისათვის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა!
სრულად...საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის, თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული საბალეტო ხელოვნების წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სიკვდილის შემდგომ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 10 მარტს ორბელიანების სასახლეში.
ვირტუალური წარმოდგენების ციკლი - „ლუჩიას ოთახი“/“Lucia’s Room”
ვირტუალური წარმოდგენების ციკლის მეორე ჩანაფიქრის, „ლუჩიას ოთახის“, ონლაინ პრემიერა 24 ივლისს შედგა.
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამშრომლობა, ამჯერად ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით იყო შთაგონებული. ჯეიმზ ჯოისის ტექსტების მიხედვით ფილმ-ბალეტ ჰალუცინაციის ორიგინალური საუნდტრეკი შექმნა ხელოვანმა ანამარია ბურდულმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბრიტანელმა მუსიკოსმა პატრიკ ჰემინგტონმა. ლუჩია ჯოისის სახე დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ შეასრულა.
„მარიჯანის ოთახის“ მსგავსად სპექტაკლის სცენა კვლავ ბინა იყო - „ლუჩიას ოთახი“ აქსის თაუერსის თანამედროვე გარემოში დაიდგა.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:
თანამედროვე ბალეტი სახურავზე - “METRONOME“ on the Rooftop
მარიამ ალექსიძის მიერ ნატალია ბერიძისა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონულ მუსიკაზე დადგმული თანამედროვე ბალეტი „მეტრონომი“ მულტიფუნქციური კულტურული ცენტრ „ფაბრიკის“ სახურავზე გაიმართა და მაყურებელმა მას ლაივში მიადევნა თვალი.
წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო დასის სრულმა შემადგენლობამ.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:
ვირტუალური წარმოდგენების ციკლი - „მარიჯანის ოთახი“/“Marijan’s Room”
პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაში დასმა დაიწყო თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლი.
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშილის პროექტის მთავარი იდეა, სიახლე და თანამედროვე გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში.
პროექტის ფარგლებში 31 მაისს შედგა პირველი ონლაინ პრემიერა, მარიამ ალექსიძის საავტორო ქორეოგრაფიული წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი“.
ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურები მარიამ ალექსიძემ მარიჯანის ისტორიულ ბინაში აამოძრავა და მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე შესთავაზა.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:
მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა ონლაინ შეხვედრა გამართეს საქართველოში იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან და იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელ ნინო კილოსანიძესთან 2021 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი კულტურული თანამშრომლობის თაობაზე
გიორგი ალექსიძის ნეობაროკო - მარიამ ალექსიძის შემეცნებითი ვიდეო-წარმოდგენა 2020 წლის თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში
21 ივლისი 2020
ანამარია ბურდული ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის “ლუჩიას ოთახის” ორიგინალურ საუნდტრეკზე მუშაობს
სრულად...წარმოგიდგენთ ხელოვან ანამარია ბურდულს, რომელიც დასის დისტანციური სპექტაკლების ციკლის ფარგლებში ჯეიმზ ჯოისის ტექსტებზე მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის “ლუჩიას ოთახის” ორიგინალურ საუნდტრეკს ქმნის.
20 ივლისი 2020
მარიამ ალექსიძის ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის "ლუჩიას ოთახის" ვიზაჟისტია ეკატერინე ჩანჩიბაძე.
სრულად...07 ივლისი 2020
დისტანციურ ფორმატში თანამედროვე ქორეოგრაფიის დადგმების ციკლის მეორე მონო-ბალეტის პრემიერა - „ლუჩიას ოთახი“
სრულად...მარიამ ალექსიძის „მარიჯანის ოთახის“ შემდეგ დისტანციურ ფორმატში თანამედროვე ქორეოგრაფიის დადგმების ციკლის მეორე მონო-ბალეტის პრემიერა - „ლუჩიას ოთახი“
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამშრომლობა, ამჯერად ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით არის შთაგონებული.
იდეა და კონცეფცია - მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი
ქორეოგრაფია - მარიამ ალექსიძე
საუნდტრეკი - ანამარია ბურდული
ლუჩიას პარტიას ასრულებს - მარიამ დარჩია
„ლუჩიას ოთახის“ პარტნიორია თბილისის ახალი ლენდმარკი აქსის თაუერსი.
ლუჩია ჯოისი - XX საუკუნის უდიდესი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილი, ტალანტით დაჯილდოებული მოდერნის მოცეკვავე, რომელმაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლაციაში გაატარა, თავისი მისტიკური პიროვნებითა და დრამატული ამბით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირადი სივრციდან, ბინიდან, ჩანაფიქრის ვირტუალურ სამყაროში გაზიარების ფორმატისათვის.
თანამედროვე მონო-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“ აგებულია ჯეიმზ ჯოისის სხვადასხვა ნაწარმოებებისა და პირადი წერილების ტექსტებზე. შემოქმედებითი გუნდის მხატვრული გადაწყვეტა რეალობისა და ზმანების ზღვარზე გაივლის, ერთ რეალურ ქალში ჯეიმზ ჯოისის სამყაროდან მიღებულ ალუზიებსა და მთელი ცხოვრების ნამსხვრევებს გააერთიანებს და აქსის თაუერსის თანამედროვე ბინაში შექმნილ წარმოდგენას, მაყურებელს მალე დასის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესთავაზებს.
ფოტო და პოსტერი თინა ყაზახიშვილის
პოსტერზე მარიამ დარჩია
29 მაისი 2020
სტატია მარიამ ალექსიძის სპექტაკლზე "მარიჯანის ოთახი" ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე agenda.ge
სრულად...გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ იწყებს თანამედროვე ქორეოგრაფიის ლაივ-ფორმატის წარმოდგენების ციკლს.
მარიამ ალექსიძის საავტორო პროექტის მთავარი იდეა და გადაწყვეტა არის სიტყვის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის საშუალებით ჩანაფიქრის გაზიარება პირადი სივრციდან - სახლიდან, ბინიდან, ოთახიდან ვირტუალურ სამყაროში.
ლაივ-ფორმატის წარმოდგენების ციკლის ფარგლებში პირველი ჩვენება დაეთმობა მარიამ ალექსიძის საავტორო ქორეოგრაფიულ დადგმას „მარიჯანის ოთახი“.
პოეტ მარიჯანის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის დღიურებს მარიამ ალექსიძე მარიჯანის ბინაში აამოძრავებს და მონო-ქორეოგრაფიულ წარმოდგენას დაინტერესებულ მაყურებელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქ გვერდზე ლაივ-ფორმატით შეთავაზებს.
სპექტაკლი „მარიჯანის ოთახი“ პანდემიის, კარანტინის პერიოდში მომზადდა დისტანციურად. კონცეფციის, მხატვრული ჩანაფიქრებისა და ტექსტის ირგვლივ მარიამ ალექსიძემ დავით მაზიაშვილთან ერთად იმუშავა. სპექტაკლის მუსიკალური ვერსიისთვის მარიჯანის ტექსტი იზოლაციაში, თავიანთი ბინის პირობებში ჩაწერეს მსახიობებმა ეკა მოლოდინაშვილმა, ლელა ახალაიამ და ნატალია ჯუღელმა.
ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი ქალი პოეტის, მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია.
11 მაისი 2020
11 მაისიდან გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ საგანმანათლებლო მიმართულებით იწყებს თანამედროვე ცეკვის ტექნიკის ვიდეო კლასების სერიას.
სრულად...სპეციალური კლასები გათვლილია სახლის პირობებში შესასრულებლად. თანამედროვე ცეკვით დაინტერესებულ მოცეკვავეებს, პედაგოგებსა და მოყვარულებს ჩვენი დასის ფეისბუქის გვერდსა და YouTube – ის არხზე შევთავაზებთ კვირაში ხუთ კლასს ყოველდღიურად.
კლასებს გაუძღვება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგი უილიამ პრატი.
საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი - მარინა ალექსიძე
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გამოიწერეთ ჩვენი დასის YouTube – ის არხი.
12 მარტი 2020
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, 20 მარტს, ვალეტას ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრში დაგეგმილი წარმოდგენა გადაიდო
სრულად...ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ვალეტას ხმელთაშუაზღვის საკონფერენციო ცენტრის მიწვევით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მარტს მალტაზე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ერთობლივი წარმოდგენები გადაიდო და შემოდგომაზე გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს კულტურის დღეებში მალტაზე, რომელსაც ატარებს ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ალექსეი გალეა კავალაცი.
პროექტის ფარგლებში 20 მარტს, ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის Republic Hall - ში წარმოდგენილი იქნება დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივი პროექტი - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ძველებური ცეკვები“ და მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ფოლია“.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის ოფიციალური განცხადებით ბაროკოს მუსიკისა და თანამედროვე ბალეტის სინთეზური წარმოდგენა უნიკალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მალტის წლის კულტურულ კალენდარში.
ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრის მიწვევით დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დირექტორი დავით მაზიაშვილი იმყოფებოდნენ მალტაზე ცენტრის ხელმძღვანელობასა და სცენის ტექნიკურ გუნდთან შეხვედრაზე.
https://www.mcc.com.mt/
მარიამ ალექსიძე მიწვეულია მალტაზე, ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრისა და მისი მუსიკალური ხელმძღვანელის ალექსეი გალეა კავალაცის მიერ, მალტელი მოცეკვავეებისათვის მასტერ კლასებისა და შემოქმედებითი ვორკშოპის ჩასატარებლად, რომლის საფუძველზე მარიამ ალექსიძე შეარჩევს მოცეკვავეს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა პრაქტიკა გაიაროს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში და მონაწილეობა მიიღოს დასისა და თბილისის კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ ერთობლივ პროექტში „ადრეული ცეკვები“.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 17-21 თებერვალს, დასის მოცეკვავეებისათვის ქორეოგრაფ უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი გაიმართება. ინტენსიურ ვორკშოპს გაუძღვება ლუის მაკმილერი.
ლუის მაკმილერი, უეინ მაკგრეგორის დასში ცეკვავდა, ამჟამად კი აგრძელებს სტუდიოსთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ პროექტებზე და მსოფლიო მასშტაბით ხელმძღვანელობს დადგმებსა და საგანმანთლებლო პროექტებს.
https://www.youtube.com/watch?v=JmwkT-_cQak
დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკგრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.
13 თებერვალი 2020
2020 წელს იწყება ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცესთან Studio Wayne McGregor - თან თანამშრომლობა!
სრულად...2020 წელს იწყება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასსა და ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცის Studio Wayne McGregor - ს შორის თანამშრომლობა.
თანამშრომლობის ფარგლებში 2020 წლის 17-21 თებერვალს დასის მოცეკვავეებისათვის ჩატარდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ინგლისელი ქორეოგრაფის უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი.
დასის მოცეკვავეებისათვის ეს არის შესაძლებლობა დაეუფლონ უეინ მაკგრეგორის ტექნიკას, გაეცნონ და გამოსცადონ ქორეოგრაფის უნიკალური ქორეოგრაფიული ხელწერა.
„შექსპირი საქართველოში"
დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიების მიმოხილვა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და დასის დირექტორი დავით მაზიაშვილი ლონდონში თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქორეოგრაფ აკრამ ხანს შეხვდნენ და ინგლისის ნაციონალურ ბალეტში აკრამ ხანის ახალი დადგმის Creature რეპეტიციას დაესწრნენ.
21 იანვარი 2020
ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება "შექსპირი საქართველოში"
სრულად...21 იანვარს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტის” დასის დირექტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება “შექსპირი საქართველოში” (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება).
ღონისძიების ფარგლებში შედგა დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი.სიყვარული” ვიდეოჩვენება, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო სემინარი “შექსპირი საქართველოში”, რომლის ბოლოსაც ნაჩვენები იყო დავითის მიერ გადაღებული უნიკალური ვიდეო, საუბარი ბრიტანელ პროდიუსერთან ტელმა ჰოლტთან, რომელმაც ინგლისს რობერტ სტურუას სპექტაკლები აჩვენა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს დავით მაზიაშვილმა ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ღონისძიებაზე გამოფენილი წიგნები და ალბომები.
20 იანვარი 2020
7 თებერვალი/20:00 რუსთაველის თეატრის მცირე სცენა „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე
სრულად...ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/dovin-doven-dovli-dovin-doven-dovli
ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7
ფოტო თინა ყაზახიშვილის
დიზაინი ბესიკ დანელიასი
11 იანვარი 2020
ორი გამორჩეული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი და ანასტასია კადრულიოვა დასისთვის საავტორო დადგმებს შექმნიან!
სრულად...2020 წელი საინტერესო სიახლით დავიწყეთ. ორი გამორჩეული, მოწვეული ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი და ანასტასია კადრულიოვა დასისთვის საავტორო დადგმებს შექმნიან!
ერთმანეთისგან განსხვავებული თანამედროვე ერთმოქმედებიანი ბალეტების პრემიერას გაზაფხულზე წარმოვადგენთ.
ილიკო სუხიშვილმა დასს პირველი რეპეტიცია ჩაუტარა და საინტერესო სადადგმო პროცესი დაიწყო.
22 ნოემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან თემაზე "ბაროკო თანამედროვე ქორეოგრაფიაში".
„ფოლია“
თანამედროვე ბალეტი.
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019.
24 და 25 ნოემბერი/19;30
სამეფო უბნის თეატრი
სპექტაკლში ჟღერს: ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა
პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ - ინტიგამ მამედოვი, მარიამ დარჩია, ნატალია კუკულაძე, მარიამ ქოიავა, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი და თინათინ ბარამიძე
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი)
ჟოზეპ მარია მარტი დიურანი - თეორბო და ბაროკოს გიტარა │ ესპანეთი
დანიელ გარაი მორაგესი - დასარტყამი ინსტრუმენტები │ ესპანეთი
პროექტი: ცეკვა ბაროკოს ეპოქაში და თანამედროვე ქორეოგრაფია - “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:
https://biletebi.ge/
აფიშაზე ინტიგამ მამედოვი
ფოტო: თინა ყაზახიშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია
სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი დღე".
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა „ძველებური ცეკვები“ თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში.
ავტორი: ნია ბარაბაძე.
https://www.facebook.com/1777048512517146/videos/3029624610400891/
15 ნოემბერი 2019
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019 18, 19 ნოემბერი | 19:30 რუსთაველის თეატრის მცირე სცენა
სრულად...
ძველებური ცეკვები
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა
პროექტი: ცეკვა ბაროკოს ეპოქაში და თანამედროვე ქორეოგრაფია - “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
კოსტიუმების მხატვარი - უტა ბექაია
მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა
მიხეილ აბრამიშვილი - კონტრტენორი │საქართველო
ანნა ქურდოვანიძე - კლავესინი, პოზიტივ ორგანი │საქართველო
ჟოზეპ მარია მარტი დიურანი - თეორბო და ბაროკოს გიტარა │ ესპანეთი
დანიელ გარაი მორაგესი - დასარტყამი ინსტრუმენტები │ ესპანეთი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:
https://biletebi.ge/…/18111911-dzveleburi-tsekvebi-18111911…?
12 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ ახალი სიცოცხლე შესძინა გიორგი ალექსიძის ორ დადგმას. ეს სპექტაკლები თანამედროვე ბალეტისა და ქართული თანამედროვე ბალეტის ესთეტიკაშია გადაწყვეტილი, ორივე სპექტაკლი პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებაზეა, აქტუალური და დამაფიქრებელია...
რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი სიყვარულით და თავდადებით იშრომეს მოცეკვავეებმა, დასის შემოქმედებითმა, ტექნიკურმა და ადმინისტრაციულმა გუნდმა. ჩვენს თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ ცოცხლდებოდა ქორეოგრაფია, იკვეთებოდა სახეები, თანდათანობით ვხედავდით მუსიკას... სპექტაკლის ყველა მხატვრულ-დეკორატიული მიმართულება ოსტატებმა უბადლოდ აღადგინეს. ასეთ დროს მძაფრად ვგრძნობ, თუ რამდენი სიყვარული დაუტოვებია გოგის...
ერთმოქმედებიანი ბალეტები - ალფრედ შნიტკე Connexion, სულხან ნასიძე „ფიროსმანი“, გია ყანჩელი „დიპლიპიტო“, მინიატურები ი.ს.ბახის, ა.კორელის, ი.ბრამსის, მ.დე ფალიას, ჩ.ჩაპლინის, ა.პიაცოლას, ი.დუნაევსკის, ე.დენისოვის, ო.მესიანის, ი.კეჭაყმაძის, დ.შოსტაკოვიჩის, გ.ყანჩელის, ა.კნაიფელის მუსიკაზე, ეს ის მნიშვნელოვანი და უხვი ჩამონათვალია გიორგი ალექსიძის შემოქმედებიდან, რაც ახალგაზრდა დასს უკვე რეპერტუარში აქვს.
ბოლო პერიოდში მისი შემოქმედების ირგვლივ ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ვიფიქრე ჩემებურად შემეჯამებინა...
გიორგი ალექსიძე - ქორეოგრაფი
გამაოგნებელია ერთი ქორეოგრაფი როგორ მოიცავს და წარმოაჩენს ასეთი ფართო ინტერესების ქორეოგრაფიულ ანალიზს. გამორჩეული და ნატიფი მუსიკალობით, იუმორით, სიფაქიზით, შინაგანი კულტურით, ენერგიით, ემოციით, დრამატიზმით, სისასტიკით, ღრმა ფსიქოლოგიური მიდგომით დიდი ხელოვანი გვიხატავს სამყაროს ყველა ფერს, ადამიანურ განცდებსა და გამოვლინებებს.
გიორგი ალექსიძე - ნოვატორი
მისი სახელი უკავშირდება პირველი კამერული დასის დაარსებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო ალტერნატივა აკადემიური კლასიკური საბალეტო თეატრისა და საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნისთვის საკამაოდ თამამი, რისკიანი წამოწყება. სპექტაკლებს ამოწმებდნენ და ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო ხსნიდნენ.
ალექსიძისეულ ესთეტიკასთან ერთად ჩვეული მოძრაობები მკვეთრად შეიცვალა, მუსიკალური მასალა გართულდა, გაღრმავდა, ინფორმაცია გახშირდა, მოვლენები შემჭიდროვდა და დროში აჩქარდა. ახალმა ესთეტიკამ შეცვალა საშემსრულებლო ემოციური ფონიც და თვითგამოხატვის საშუალებებიც. დადგმებში გადმოიღვარა ქორეოგრაფის დიდი ერუდიცია, მისი ინტერესი ლიტერატურის, ფილოსოფიის, რელიგიისა და ზოგადსაკაცობრიო საკითხების მიმართ. ალუზიები მიღებული სახვითი ხელოვნებიდან, არქიტექტურიდან, კინოდან მისი უშრეტი მოძრაობების მოფიქრებისა და უსაზღვრო ფანტაზიიდან გამომდინარე გამოიხატებოდა ემოციის, სიმბოლოების, სხეულის ენის გამომსახველობითი საშუალებებით, შემოიჭრა ადამიანური ვნებები და სექსუალობა.
გიორგი ალექსიძე - ხელმძღვანელი
თავისი თავისუფალი აზროვნებით, საქართველოში ქორეოგრაფიული არსის განსხვავებული იდეა შემოიტანა. ქართული ბალეტი უნდა ჩართულიყო მეოცე საუკუნეში განვითარებული დასავლური საბალეტო თეატრების განვითარების პროცესებში, საბჭოთა ქვეყნებში კი ევროპაში დამკვიდერბული საბალეტო ესთეტიკა, როგორც ბურჟუაზიული ხელოვნება აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ პერიოდში თანამედროვე ქართველ კომპოზიტორებთან და მხატვრებთან ერთად ალექსიძემ შექმნა ერთგვარი ლაბორატორია და ქართულ თემაზე ახალი ბალეტები, იმ დროისთვის ავანგარდულად და თამამად განახორციელა.
საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ გიორგი ალექსიძისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დამოუკიდებელ საქართველოს თავისი თანამედროვე საბალეტო სახე დაემკვიდრებინა და კულტურული ფასეულობები მსოფლიოს თვალსაწიერზე ღირსეულად წარმოეჩინა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობის ორი სხვადასხვა პერიოდი ერთიანად ერთ ეპოქას, ოცდაათ წელიწადს მოიცავს ქართული ბალეტის სამსახურში.
გიორგი ალექსიძე - პედაგოგი
გამორჩეული პედაგოგი, ქორეოგრაფიის ისტორიის უბადლო მცოდნე და დამფასებელი. ქორეოგრაფების სწავლების საავტორო, უნიკალური მეთოდ-პროგრამის შემქმნელი. სანკტ-პეტერბურგის ა.ვაგანოვას ცეკვის აკადემიაში მისი სტუდენტები ამბობდნენ, რომ ცხოვრებაში ბედნიერი ბილეთი ერგოთ. სტუდენტები გიორგი ალექსიძეს მის სიცოცხლეშივე, ადამიან-ლეგენდას უწოდებდნენ.
გიორგი ალექსიძე - შვილი, ძმა, მეუღლე, მამა, ბიძა, ბაბუა, მეგობარი...
ყველასთვის გოგი იყო ადამიანი-დღესასწაული, ადამიანი-მუსიკა, ადამიანი-თეატრი, ადამიანი-სიცოცხლე...“ - მარიამ ალექსიძე
12 ნოემბერი 2019
გიორგი ალექსიძე 80 სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი დღე"
სრულად...08 ნოემბერი 2019
გიორგი ალექსიძე 80 სიუჟეტი "მოამბეში" საზოგადოებრივი მაუწყებელი. ავტორი მარიკა შალიკაშვილი
სრულად...07 ნოემბერი 2019
მარიამ ალექსიძე სტუმრად ილია თავბერიძის საავტორო გადაცემაში - რადიოკალენდარი (1TV საქართველოს რადიო)
სრულად...26 ოქტომბერი 2019
ინგლისურენოვანი სტატია გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი თანამედროვე ბალეტების პრემიერის შესახებ.
სრულად...12 ნოემბერი/20:00
რუსთაველის თეატრის დიდი სცენა
გიორგი ალექსიძე 80
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა
გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტები
ალფრედ შნიტკე
Concerto Grosso No. 1
CONNEXION
სულხან ნასიძე
სიმფონია N5
„ფიროსმანი“
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და მოწვეული მსახიობები
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:
https://biletebi.ge/…/giorgi-aleqsidzis-tanamedrove-baleteb…
მეოთხე სეზონი
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე
აფიშაზე - მარიამ დარჩია
ფოტო თინა ყაზახიშვილის
დიზაინი - ბესიკ დანელია
მარიამ ალექსიძემ და გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტმა" მონაწილეობა მიიღო "თბილისობის" გალა კონცერტში.
10 სექტემბერი 2019
3,4 და 11,12,13 ოქტომბერი/20:00 აბრეშუმის ფაბრიკის პავილიონი მეტამორფოზები თანამედროვე ბალეტი ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით
სრულად...გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და Silk Factory Studio - ს ერთობლივი პროექტი
იოჰან სებასტიან ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მხატვარი - ანა ნინუა
პროექტის იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი - დავით მაზიაშვილი
მონაწილეობს:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
დასის მეოთხე სეზონი
სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:
https://biletebi.ge/
ფოტო - Silk Factory Studio
დიზაინი - ბესიკ დანელია
აფიშაზე მარიამ დარჩია
www.tbilisiballet.ge
info@tbilisiballet.ge
09 სექტემბერი 2019
2019-2020 წლის სეზონს თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის მეორე და მესამე საფეხურის კლასებს თანამედროვე ცეკვის პედაგოგი უილიამ პრატი გაუძღვება.
სრულად...
თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის დაწყებით საფეხურზე იკრიბება ახალი ჯგუფი.
მოცეკვავეებს გთხოვთ 27 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა.
კურსის აღწერა, დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:
http://
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:info@tbilisiball
მსურველებმა გამოაგზავნეთ შევსებული განაცხადის ფორმა: info@tbilisiballet.ge
შემოგვიერთდით სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ცეკვის კლასებზე, რომელსაც დასის წამყვანი სოლისტი ნინო გოგუა გაუძღვება.
სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://
04 სექტემბერი 2019 - 06 სექტემბერი 2019
კანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასები და რეპერტუარის ვორკშოპი
სრულად...04 სექტემბერი 2019 - 06 სექტემბერი 2019
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდება მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
სრულად...2019/2020 წლის სეზონის დასაწყისს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდება თანამედროვე ცეკვის ნოვატორ ამერიკელ ქორეოგრაფ მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
საიუბილეო ღონისძიებები კანინგემის უზარმაზარი წვლილის აღსანიშნად აერთიანებს ხელოვანებს, დასებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს სხვადასხვა კონტინენტზე.
საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოწვეული პედაგოგი ეშლი ჩენი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებსა და სტუდენტებს კანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასებსა და რეპერტუარის ვორკშოპს ჩაუტარებს.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ 2019/2020 წლის თეატრალური სეზონი გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
გთავაზობთ აჭარის ტელევიზიის გადაცემას „სცენა“ მარიამ ალექსიძის გალას შესახებ ორ ნაწილად.
ავტორი - ინგა ხალვაში
პრემიერა
იოჰან სებასტიან ბახი
„გოლდბერგ-ვარიაციები“
თანამედროვე ბალეტი
იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
დუდანა მაზმანიშვილი, ფორტეპიანო
კოსტიუმების დიზაინერი - თამუნა ინგოროყვა
მონაწილეობს:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მითითებულ ბმულზე:
https://biletebi.ge/…/goldberg-variatsiebi-the-goldberg-var…?
ფოტო - თინა ყაზახიშვილი
დიზაინი - ბესიკ დანელია
აფიშაზე ნინო გოგუა
www.tbilisiballet.ge
info@tbilisiballet.ge
„დასრულდა დასის მნიშვნელოვანი გასტროლი შვეიცარიაში.
დიდ მადლობას ვუხდი ციურიხის პროექტში Stalag VIII-A მონაწილე თითოეულ წევრს: მოცეკვავეებს, მუსიკოსებს, შემოქმედებით, ტექნიკურსა და ადმინისტრაციულ გუნდს!
მადლობას ვუხდი ციურიხის Theater Rigiblick- ის მაყურებელს ორივე წარმოდგენაზე სავსე დარბაზისთვისა და გულუხვი მიღებისთვის! ყველა იმ ადამიანს თბილისში, ვისაც ჩვენი გასტროლის მაღალ დონეზე ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
მადლიერი ვარ საქართველოს მეგობართა საზოგადოების შვეიცარიაში და ქალაქ თბილისის მერიის გასტროლის ჩატარების შესაძლებლობისა და მხარდაჭერისათვის!
ბოლოს დიდი მადლობა ირინა ვარდელს თანამშრომლობისთვის, მასპინძლობისთვის, ენთუზიაზმისთვისა და თანადგომისთვის!
წარმოდგენას საუკეთესო გამოხმაურება მოჰყვა. ამ პროექტმა, ერთობლივი ნამუშევრების შექმნის ახალი შესაძლებლობები გაგვიხსნა და დასის საგანმანათლებლო მიმართულებებისა და კვლავ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ახალი გზები დაგვისახა.
თბილისელ მაყურებელთან შეხვედრას კი ველოდებით გალაზე 14 მაისს, რუსთაველის თეატრში.“ - მარიამ ალექსიძე
08 მაისი 2019
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე ციურიხის Tanzwerk101 - ის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქორეოგრაფსა და პედაგოგს იოჰენ ჰეკმანს შეხვდა და საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა.
სრულად...26 აპრილი 2019
იგეგმება ლონდონის Studio Wayne McGregor - ისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს შორის თანამშრომლობა.
სრულად...დასის დირექტორი დავით მაზიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრიტანელი ქორეოგრაფის ვეინ მაკგრეგორის ლონდონის თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს Studio Wayne McGregor - ს ესტუმრა.
დავით მაზიაშვილი აღმასრულებელ პროდიუსერს ლუსი გლოვერსა და დასის მმართველს, ვეინ მაკგრეგორის ასისტენტს ოდეტ ჰუჯისს შეხვდა და ქორეოგრაფის გახმაურებული დადგმის Autobiography რეპეტიციას დაესწრო.
23 აპრილი 2019
მსოფლიოში სახელგანთქმული, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქორეოგრაფი ბორის ეიფმანი გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დასს ესტუმრა და მარიამ ალექსიძის გალას რეპეტიციას დაესწრო.
სრულად...28 მარტი 2019
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და Silk Factory Studio წარმოგიდგენთ ერთობლივ ვიდეოპროექტს, შემეცნებითი გადაცემების ციკლს: „მარიამ ალექსიძე - 10 წელი ქორეოგრაფიაში“.
სრულად...გადაცემები ნაჩვენები იქნება 29 მარტიდან, ყოველ პარასკევს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და Silk Factory Studio - ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებსა და youtube - არხზე.
https://www.youtube.com/watch?v=uongFSqx5to
https://www.youtube.com/watch?v=APnQADd_qO8
https://www.youtube.com/watch?v=o4nbSd2qUco
https://www.youtube.com/watch?v=iFKjFdrolfk
https://www.youtube.com/watch?v=EAQekpRhgBM
https://www.youtube.com/watch?v=205z3ii0aAM
2019 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის 10 წელს აღნიშნავს.
14 მაისს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის გალა.
14 მაისს, გალაზე წარმოდგენილი იქნება ფრაგმენტები მარიამ ალექსიძის მიერ 10 წლის მანძილზე დადგმული თანამედროვე საბალეტო და ქორეოგრაფიული სპექტაკლებიდან.
საღამოში დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები, მოწვეული ბალეტის მსახიობები და მუსიკოსები.
ბილეთები უკვე იყიდება!
19 მარტი 2019
4 - 8 მაისს შვეიცარიაში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის გასტროლი გაიმართება!
სრულად...6 და 7 მაისს ქ.ციურიხის Theater Rigiblick -ში წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი STALAG VIII-A, ოლივიე მესიანის თხზულებაზე „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“, რომლის პრემიერაც თბილისში 2018 წლის 20 და 21 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა და გამოჩენილი მევიოლინის კონტანტინე ვარდელის ხსოვნას მიეძღვნა.
ამ დადგმის ციურიხში წარდგენა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის ირინა ვარდელის ინიციატივითა და ძალისხმევით ხორციელდება.
გასტროლის მხარდაჭერები არიან საქართველოს მეგობართა კავშირი შვეიცარიაში და ქალაქ თბილისის მერია.
ჩვენს დასთან და ირინა ვარდელთან ერთად ციურიხის დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიაში მოღვაწე მუსიკოსები: მევიოლინე ანდრეას იანკე, ციურიხის სახელოვანი ტონჰალეს ორკესტრის კონცერტმაისტერი, ამავე ორკესტრის ცნობილი ჩელისტი მატია ცაპა და კლარნეტისტი დიმიტრი აშკენაზი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტის ვლადიმირ აშკენაზის ვაჟი.
ქ.ციურიხის Theater Rigiblick -ში წარმოდგენის ბილეთები უკვე იყიდება.
27 მარტს, რუსთაველის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოგიდგენთ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა დადგმული.
სპექტაკლის დრამატურგიული ხაზი ლექსის ენით ვითარდება, სიტყვა მოძრაობის იმპულსს იძლევა, სხეული მიჰყვება ლექსის რიტმს, ხასიათსა და ბუნებას. გულიდან წამოძახილ სიტყვებს - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გალაკტიონის ლექსიდან „მოვა... მაგრამ როდის?“ - კონკრეტული ახსნა არა აქვს, ყველა თავისებურად აღიქვამს, ისევე როგორც მთლიანად სპექტაკლს.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:
https://biletebi.ge/tbilisis-tanamedrove-baleti/dovin-doven-dovli-dovin-doven-dovli
ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7
23 და 24 თებერვალს, სამეფო უბნის თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ მიერ წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „ფოლია“, რომლის პრემიერა თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში შედგა.
გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლის მუსიკალური ვერსია აერთიანებს ანტონიო ვივალდის , ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებს ფოლიას თემაზე, აგრეთვე ანტონიო ვივალდის ნაწარმოებს Stabat Mater, რომელსაც კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი ასრულებს.
22 დეკემბერს, პირველ რესპუბლიკის მოედანზე, დასმა მონაწილეობა მიიღო თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთების წარმოდგენაში.
03 დეკემბერი 2018
თანამედროვე ბალეტის „ფოლია“ პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ვულოცავთ მონაწილეებს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტა“ შემოქმედებით, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ გუნდს!
სრულად...03 დეკემბერი 2018
თანამედროვე ბალეტი “ფოლია” საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის ეთერში სიუჟეტის ავტორები: მარიამ ფირცხალავა, ბექა გაჩავა
სრულად...https://www.youtube.com/watch?v=2YOmEHFYS5c&t=11s
2 დეკემბერი
თბილისის ბაროკო ფესტივალი
"ფოლია"
თანამედროვე ბალეტის პრემიერა
https://www.youtube.com/watch?v=El5xaNj-kyk
02 დეკემბერი 2018
“ფოლია” თანამედროვე ბალეტი თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
სრულად...https://www.youtube.com/watch?v=biPEzkxObPE
01 დეკემბერი 2018
1 დეკემბერი თბილისის ბაროკო ფესტივალი "ფოლია" თანამედროვე ბალეტის პრემიერა
სრულად...https://www.youtube.com/watch?v=ZiUNvRW0BMk&t=131s
29 ნოემბერი 2018
დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი 1,2 და 3 დეკემბერს დაგეგმილი თანამედროვე ბალეტის “ფოლია” პრემიერის შესახებ
სრულად...მალე პრემიერაა - „ფოლია“.
თინა ყაზახიშვილის ფოტოზე ბალერინა ირინა ალექსიძის, ბები ირას, ანტიკვარული მარაოთი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის სოლისტი ინტიგამ მამედოვია, რომელსაც ამ სპექტაკლში ძალიან ფაქიზი და ვნებიანი სახის შესრულება მივანდე.
ერთობლივი დადგმის ინიციატივა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტას“ ეკუთვნის, რომელიც აღტაცებით ავიტაცე. გიორგი ალექსიძის იდეა კამერულ ჟანრში სწორედ ორი ფენომენის, მუსიკისა და ცეკვის ბუნების თანაბარ სიმაღლეზე წარმოჩენას გულისხმობდა. დამაინტერესა, ბაროკოს მუსიკის ავთენტურ შესრულებასთან ნეობაროკოსა და თანამედროვე ბალეტის ესთეტიკის შერწყმით ახლებური ქორეოგრაფიული ფორმა მომეძებნა და მომაფიქრდა ფოლია.
ფოლია ერთ-ერთი ადრეული ევროპული მუსიკალური თემაა. პირველად ცეკვის ეს სახელწოდება „ფოლია“ პორტუგალიელი დრამატურგის ჟილ ვინსენტეს პიესაში გვხვდება (XVI საუკუნე), რაც სიგიჟეს, ვნებას ნიშნავს. თავდაპირველად ფოლია საკარნავალო ცეკვა იყო კასტანეტებისა და სხვადასხვა საჟღარუნო და დასარტყამი საკრავების თანხლებით. ასრულებდნენ ქალად გადაცმული მამაკაცები და ისე ხმაურიანად და აღვირახსნილად იქცეოდნენ, როგორც გონებააშლილები. შემდგომში ფოლია სასიყვარულო ხასიათის ცეკვად გარდაისახა და უფრო მოგვიანებით მეტად აღმატებულ ესპანურ ცეკვა-მსვლელობას, სარაბანდას მიუახლოვდა, ტემპიც შენელდა და მაჟორი მინორად იქცა.
გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლის მუსიკალური ვერსია აერთიანებს ანტონიო ვივალდის , ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებს ფოლიას თემაზე, აგრეთვე ანტონიო ვივალდის ნაწარმოებს Stabat Mater, რომელსაც კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი შეასრულებს.
როგორი გამოვიდა ჩვენი „ფოლია“ ბოლომდე ჯერ არ ვიცი, სპექტაკლის წამყვანმა რეჟისორმა ნიალა გოძიაშვილმა მითხრა შენ თვითონ ფოლია ხარო :)))
დიდი მადლობა თბილისის ბაროკო ფესტივალსა და ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელ სამეფო უბნის თეატრს, სადაც 1,2 და 3 დეკემბერს გელოდებათ ფოლია!
თბილისის ბაროკო ფესტივალი
1,2 და 3 დეკემბერი / 19:30
სამეფო უბნის თეატრი
პრემიერა
„ფოლია“
თანამედროვე ბალეტი
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:
https://biletebi.ge/tbilisi-baroque-fe…/folia-premiera-folia?
ბილეთების შეძენა აგრეთვე შეგიძლიათ „ბიბლუს გალერიში“, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის N7
სპექტაკლში ჟღერს: ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა
პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი)
ეტიენ გალეტიე (თეორბო, ბაროკოს გიტარა)
ფოტო: თინა ყაზახიშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია
აფიშაზე ინტიგამ მამედოვი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა, 4 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოადგინა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი „გურჯი-ხათუნი“.
გთავაზობთ აჭარის ტელევიზიის გადაცემას „სცენა“ თანამედროვე ბალეტზე „გურჯი-ხათუნი“.
ავტორი - ინგა ხალვაში
დაიწყო მნიშვნელოვანი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს შორის.
1,2 და 3 დეკემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრში „საქართველოს სინფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მიერ წარმოდგენილი იქნება მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის „ფოლია“ პრემიერა, ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებზე.
03 ნოემბერი 2018
3 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო განახლებული „თეთრი ხიდის“ საზეიმო გახსნის ცერემონიალში. წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული კომპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე.
სრულად...ქორეოგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა თაობაში ხელოვნების ამ დარგის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში.
ვინაიდან ფესტივალი ჯორჯ ბალანჩინის სახელს ატარებს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასმა 2 ნოემბერს ფესტივალი გახსნა ჯორჯ ბალანჩინის სტილის ერთ-ერთი გამგრძელებლისა და ნოვატორი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის საბალეტო მინიატურებითა და ერთმოქმედებიანი ბალეტით „დიპლიპიტო“, გია ყანჩელის მუსიკაზე.
ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ცეკვის ტენდენციების დანერგვის მიზნით ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებისათვის და ქალაქ ქუთაისში მოქმედი საბალეტო სტუდიებისათვის დასის მიერ თანამედროვე ბალეტის მასტერკლასების ჩატარება დაიგეგმა.
15 ნოემბერი 2018
დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის წერილი გერმანიის გასტროლის შესახებ
სრულად...გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის პირველი საერთაშორისო გასტროლი გერმანიაში წარმატებით დასრულდა. მაყურებლის ემოციამ და აღტაცებულმა მიღებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ვულოცავ პროექტის „საზღვრებს მიღმა“ შემოქმედებით გუნდს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს, პროექტში მონაწილე მუსიკოსებს, პროექტის სულისჩამდგმელებსა და მასპინძლებს გერმანიაში! განსაკუთრებული მადლობა რუსუდან მეიფარიანს, რომლის შემოქმედებაც გახდა მუხტი, შთაგონება და ჩვენი თანამშრომლობის დაწყების საფუძველი.
პროექტის განხორციელების შესაძლებლობისათვის მადლობა მუსიკალურ ფონდს გერმანიაში!
დიდი მადლობა თბილისის მერიას დასის საქმიანობის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!
დასის საქმიანობა ეყრდნობა ჩვენს ღირებულებებსა და შემოქმედებით ხედვას, რომლის შენარჩუნებაც და განვითარებაც პასუხისმგებლობას, ფიქრს, ანალიზს, სიმტკიცეს, ძალისხმევას, დასახული მიმართულების სათანადოდ აღსრულებასა და წარმოჩენას მოითხოვს. ჩემს დაუოკებელ ჩანაფიქრებში გვერდში დგომისათვის დიდი მადლობა დასის თითოეულ წევრს! განსაკუთრებული მადლობა მარინა ალექსიძეს, პროფესიისადმი და შემოქმედთათვის თავდადებულ ადამიანს, თავად დიდ არტისტს და ჩვენი დასის დირექტორს დავით მაზიაშვილს, მრავალმხრივ ნიჭიერ პიროვნებას, მისი გამორჩეული ხედვის, აღქმის, მრავალფეროვანი იდეებისა და მათი ხორცშესხმის განსაკუთრებული უნარისათვის!!!
14 ნოემბერი 2018
14 ნოემბერი გიორგი ალექსიძის დაბადების დღეა. დღეს მას 79 წელი შეუსრულდებოდა. ფოტო ვ.ზენიზინოვის 2006 წ.
სრულად...https://www.schwaebische.de/landkreis/landkreis-sigmaringen/scheer_artikel,-t%C3%A4nzer-schlie%C3%9Fen-die-verst%C3%A4ndnisl%C3%BCcke-_arid,10962703.html?fbclid=IwAR3dG65GqpWPV1efMjz2iuGqeoVME8Gdq6u8fCNSBsfva3MSPqXFp3Nyhqs
https://www.stuttgarter-zeitung.de/inhalt.georgien-projekt-im-linden-museum-ein-kleines-land-steht-im-rampenlicht.94259ff6-91a1-42a6-8927-40995b2f2b35.html?fbclid=IwAR0ulElgrGCiTUXhZQ06hldtangV5j5BMMeTpfLuRbDd3eDSaMK2b3wo-fs
06 ნოემბერი 2018
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის ირაკლი გვილავას მადლობის წერილი დასს.
სრულად...