ნიზამი განჯელის ხუთი პოემა - „საიდუმლოებათა საგანძური“, „ხოსროვი და შირინი“, „ლეილი და მაჯნუნი“, „შვიდი მზეთუნახავი“, „ისქანდერნამე“ - გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით „ხამსე“ - ხუთწიგნეული. სპექტაკლის შინაარსი ეყრდნობა ხუთივე პოემის ფრაგმენტებს, რომლებიც ასახულია პოემების ილუსტრირებულ ხელნაწერებში წარმოდგენილ სპარსულ მინიატურებში.
ნიზამი განჯელი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი და ყველაზე საყვარელი მეუღლე, დედა ერთადერთი ვაჟისა, გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ნიზამიმ თავისი მესამე მასნავი „ხოსროვი და შირინი“ დაასრულა, მისი მეორე ცოლი - „შვიდი მზეთუნახავის“, ხოლო მესამე ცოლი „ისქანდერნამეს“ დასრულებისას მიიცვალნენ. ამბობენ, თითქოს ნიზამიმ ღმერთს შეჰღაღადა: ღმერთო, ნუთუ ყოველ მასნავს ერთი ცოლი უნდა შევწიროო...
მინიატურებში ასახულ ეპიზოდებს აერთიანებს სიყვარულისა და სიკვდილის თემა, რომელიც წარმოჩენილია ფოლად ბულბულ ოღლის ამავე სახელწოდების ბალეტში „სიყვარული და სიკვდილი“. მუსიკის ლირიკული, დრამატული, რიტმული პასაჟები გაჟღენთილია ნაციონალური კოლორიტითა და ტემპერამენტით, გამომსახველია, როგორც ეს საბალეტო მუსიკას შვენის; იმავდროულად, არის დამოუკიდებლად მდიდარი პარტიტურა - იგი სცდება თავდაპირველ საბალეტო ლიბრეტოს და ჩვენეულ ვერსიაში ნიზამი განჯელის ხუთივე პოემის ფაბულას მოიცავს და აჟღერებს.
სპექტაკლს ამთლიანებს მურაზ მურვანიძის სცენოგრაფია, რომელიც ქმნის ერთიან მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ რიტმს; მაგრამ როგორც მინიატიურები სცილდება ტექსტის შინაარსის ილუსტრირებას, სპექტაკლის მხატვრობაც ამგვარადვე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მუსიკისა და ქორეოგრაფიის ჩანაფიქრი - მასში გადმოღვრილია აღმოსავლური კულტურის სიმდიდრე და სიმბოლიკა.
სიტყვის რიტმიკა, პლასტიკა, მეტაფორებითა და სიმბოლოებით დატვირთული ჩუქურთმოვანი ტექსტი, ფერთა ხასიათი, მინერალების ძალა, კოსმოლოგია - ყველაფერი ეს არის სწორედ ის არჩევანი, რითაც საზრდოობდა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია. როგორც ბახრამ გურის შვიდი მნათობისადმი სიყვარული გადაიზრდება მუქი ფერებიდან ნათლისკენ, ისე ქორეოგრაფიაში, ყოველი გმირის ფსიქოპორტრეტი, მათი ბედი სიყვარულისა და სიკვდილის მიჯნაზე, მოქცეულია სუფისტურ რიტუალურ წრებრუნვაში, როგორც გზა უმაღლესი სიყვარულისკენ.
თანამედროვე ბალეტი
ნიზამი განჯელის პოემების სპარსული მინიატიურების მიხედვით
აზერბაიჯანის სახალხო არტისტი
საქართველოს სახალხო მხატვარი
საქართველოს დამსახურებული არტისტი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი
ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სოლისტი
მ. ფ. ახუნდოვის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სოლისტი
მ. ფ. ახუნდოვის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სოლისტი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრაქტიკანტი
პროექტი განხორციელდა ასოციაცია „კულტურათა დიალოგი - XXI“-ისა და გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის - „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ - ადმინისტრაციული გუნდის ერთობლივი ძალისხმევით. პრემიერა გაიმართა 2016 წლის 14 აგვისტოს
გადაცემა „სცენა" - თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი „ხამსე“
თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი „ხამსე“ იმედის ეთერში.
სპექტაკლ „ხამსეს“ კომპოზიტორი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ფოლად ბულბულ ოღლი და პროფესორი ვალერი ასათიანი სტუმრად აჭარის ტელევიზიის დილის ეთერში.
თანამედროვე ბალეტი - „ხამსე“ / პრემიერა