21 იანვარს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტის” დასის დირექტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება “შექსპირი საქართველოში” (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება).
ღონისძიების ფარგლებში შედგა დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის „შექსპირი.სიყვარული” ვიდეოჩვენება, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დავით მაზიაშვილის სამეცნიერო სემინარი “შექსპირი საქართველოში”, რომლის ბოლოსაც ნაჩვენები იყო დავითის მიერ გადაღებული უნიკალური ვიდეო, საუბარი ბრიტანელ პროდიუსერთან ტელმა ჰოლტთან, რომელმაც ინგლისს რობერტ სტურუას სპექტაკლები აჩვენა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ქალბატონმა თამარ ბერუჩაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს დავით მაზიაშვილმა ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა ღონისძიებაზე გამოფენილი წიგნები და ალბომები.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ბმული: https://youtu.be/LBDnBYjsjDI
21 იანვარს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში გაიმართა თსუ-ის ასოცირებული პროფესორისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევრის დავით მაზიაშვილის სამეცნიერო ღონისძიება „შექსპირი საქართველოში“ (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება)
დავით მაზიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის კოლექციის ხელმძღვანელის დოქტორ ჯილიან ივისონთან თანამშრომლობით გამოფენილი იყო ქართული შექსპირიანას შესახებ უორდროპების კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერები, წერილები და წიგნები.
აგრეთვე გამოიფინა საქართველოში გამოცემული ალბომები, წიგნები, ლიტერატურული ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები, რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშები, პროგრამები და ფოტო მასალა, რომელიც ქართული შექსპირიანას თარგმნის, შესწავლისა და სცენური ინტერპრეტაციის წარსულსა და აწმყოს ასახავდა. ღონისძიების დასასრულს ყველა ექსპონატი ბოდლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:
სამეცნიერო მოხსენების ფარგლებში ნაჩვენები იყო თსუ-ის ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილი დოკუმენტური ვიდეო Conversation with Thelma Holt GEORGIAN RICHARD III ON MY MIND რომელიც 1980 წელს რუსთაველის თეატრის ლონდონში ტრიუმფალურ გასტროლს შეეხება.
ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი იყო მარიამ ალექსიძე (ქორეოგრაფი, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი)
ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იყო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენა „შექსპირი.სიყვარული”, რომელიც 2016 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა და შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
ღონისძიებას დაესწრნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორები, ხელოვანები, მეცნიერები და შექსპირითა და საქართველოთი დაინტერესებული საზოგადოება.
ღონისძიების იდეა და კონცეფცია - პროფ. დავით მაზიაშვილი
(ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
ორგანიზატორები:
დოქ. ჯილიან ივისონი (ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის კოლექციის ხელმძღვანელი)
პროფ. დან ჰილი (წმ. ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი)
პროფ. დავით მაზიაშვილი (ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
ღონისძიების თანაორგანიზატორები:
OSGA, REES, University of Oxford
Bodlein Libraries, University of Oxford
Museum of the Rustaveli Theatre
Shota Rustaveli National Science Foundation Of Georgia
დეტალური პროგრამა შეგიძლია იხილოთ ვებ გვერდზე:
https://www.rees.ox.ac.uk/event/shakespeare-in-georgia-exhibition-seminar-screening
დავით მაზიაშვილის ღონისძიება "შექსპირი საქართველოში" ოქსფორდის უნივერსიტეტში