ვირტუალური წარმოდგენების ციკლი - „ლუჩიას ოთახი“/“Lucia’s Room”
თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლის მეორე ჩანაფიქრის, ფილმ ბალეტ-ჰალუცინაციის „ლუჩიას ოთახის“, ონლაინ პრემიერა 24 ივლისს შედგა.
მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამშრომლობა, ამჯერად ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით არის შთაგონებული.
იდეა და კონცეფცია - მარიამ ალექსიძე, დავით მაზიაშვილი
პროდიუსერი - დავით მაზიაშვილი
ქორეოგრაფია - მარიამ ალექსიძე
საუნდტრეკი - ანამარია ბურდული
ხმის პროდუქცია - პატრიკ ჰემინგტონი
ლუჩიას პარტიას ასრულებს - მარიამ დარჩია
„ლუჩიას ოთახის“ პარტნიორია თბილისის ახალი ლენდმარკი აქსის თაუერსი.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:
ლუჩია ჯოისი - XX საუკუნის უდიდესი მწერლის ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილი, ტალანტით დაჯილდოებული მოდერნის მოცეკვავე, რომელმაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლაციაში გაატარა, თავისი მისტიკური პიროვნებითა და დრამატული ამბით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირადი სივრციდან, ბინიდან, ჩანაფიქრის ვირტუალურ სამყაროში გაზიარების ფორმატისათვის.
თანამედროვე მონო-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“ აგებულია ჯეიმზ ჯოისის სხვადასხვა ნაწარმოებებისა და პირადი წერილების ტექსტებზე. შემოქმედებითი გუნდის მხატვრულმა გადაწყვეტამ რეალობისა და ზმანების ზღვარზე გაიარა, ერთ რეალურ ქალში ჯეიმზ ჯოისის სამყაროდან მიღებული ალუზიები და მთელი ცხოვრების ნამსხვრევები გააერთიანა და აქსის თაუერსის თანამედროვე ბინაში სპეციალურად კამერისთვის შექმნილი წარმოდგენა, მაყურებელს დასის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესთავაზა.
სრული წარმოდგენა იხილეთ ბმულზე:
LUCIA'S ROOM directed by Mariam Aleksidze and David Maziashvil