„12 პაემანი“ - თანამედროვე მულტიმედიური წარმოდგენა და ვიდეო ვერსია
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით ელექტრონული მუსიკის, ხმებისა და ვიდეო გამოსახულების სინთეზით, მარიამ ალექსიძემ ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12-ში (ყოფილი ციხე) შექმნა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“. თანამედროვე ბალეტის საავტორო საუნდ დიზაინი და ვიდეო შექმნა ნიკა მაჩაიძემ, ხოლო საავტორო მუსიკა ნატალია ბერიძემ. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მსახიობებსა და სტუდენტებთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს - მარინა ალექსიძემ, მაკა მახარაძემ და ქეთევან მუხაშავრიამ.
პრემიერა გაიმართა 13 და 14 ოქტომბერს ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12-ის შიდა ეზოში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტის „12 პაემანი“ ვიდეო ვერსიაც, ონლაინ პრემიერა შედგა 30 ნოემბერს „გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ Facebook - სა და YouTube -ზე.