„როგორც დანტეს ბეატრიჩე გახდა მარადიული, გვინდოდა, რომ მარიამ ალექსიძის სპექტაკლი „ბეატრიჩე“ არ გაუჩინარებულიყო და ვფიქრობ ამის საუკეთესო საშუალებაა წიგნი. მულტიმედიურ ალბომს „ბეატრიჩეს“ ჩვენ ვეძახით გზავნილს მომავალში.“ - პროფესორი დავით მაზიაშვილი
„როდესაც წლების წინ დავით მაზიაშვილმა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით „ბეატრიჩეს“ დადგმის იდეა გამიზიარა, ამ ჩანაფიქრში ყველაზე მეტად მომხიბლა მოძრაობამ ბნელიდან ნათელისკენ, მოძრაობამ წინ! ხოლო როდესაც მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის იდეა გამიზიარა და მითხრა, რომ ეს იქნებოდა ჩვენი გზავნილი მომავალში, ამ შემთხვევაშიც დავინახე - მოძრაობა წინ.“ - ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე
2023 წელს დავით მაზიაშვილის ავტორობით გამოცემული სამენოვანი (ქართული, იტალიური, ინგლისური) მულტიმედიური ალბომი - „ბეატრიჩე“, რომელიც მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის მნიშვნელოვან ეტაპებს აერთიანებს, 2023 წლიდან პროფესორმა დავით მაზიაშვილმა პირადად გადასცა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სახელოვნებო ინსტიტუციებს, როგორიც არის:
2023 წელს დავით მაზიაშვილის ავტორობით გამოცემული
სამენოვანი (ქართული, იტალიური, ინგლისური)
მულტიმედიური ალბომი - „ბეატრიჩე“
რომელიც მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის მნიშვნელოვან ეტაპებს აერთიანებს,
2023 წლიდან პროფესორმა დავით მაზიაშვილმა პირადად გადასცა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და
სახელოვნებო ინსტიტუციებს, როგორიც არის:
რომში დანტე ალიგიერის საზოგადოება
პარიზში საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკა
პარიზში სორბონას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
ბელფასტში, ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
ლონდონში ბრიტანეთის ბიბლიოთეკა
ოქსფორში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკა
2021 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ შეუერთდა დიდი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შეიქმნა საავტორო თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“, რომლის მსოფლიო პრემიერაც რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგა.
დავით მაზიაშვილის იდეით, საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, გიორგი ალექსიძის ფონდის დაკვეთით, ბალეტის საავტორო მუსიკა სპეციალურად შეექმნა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელ თანამედროვე იტალიელ კომპოზიტორს დარიო მარიანელის, რომელიც სცენაზე ცოცხლად შესრულდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ.
2022 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდმა სიხარულით გაიზიარა პროფესორ დავით მაზიაშვილის ძალზე საინტერესო ახალი იდეა, ფონდის ეგიდით მულტიმედიური ალბომის, „ბეატრიჩეს“ გამოცემის თაობაზე.
დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრი, აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე.
ორიგინალური დიზაინისა და მაღალი ხარისხის, სამენოვან ალბომში სინთეზურად თავმოყრილია:
ტექსტუალური ნაწილი თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ შესახებ;
ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ დაწერილი ორიგინალური საბალეტო მუსიკის პარტიტურა;
დავით მაზიაშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო სტატია - „დანტე 700 - ბეატრიჩე ქართულ სცენაზე“;
სპექტაკლის ამსახველი ფოტო მასალა;
თანდართული DVD - საქართველოს პირველი არხის მიერ გადაღებული სატელევიზიო ვერსია „ბეატრიჩე“.
ალბომის ექსკლუზიური გამოცემა განთავსდება ბიბლიოთეკებსა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში საქართველოში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.
ალბომის დიზაინი ეკუთვნის გიორგი დადიანს.
ყდაზე გამოსახულია თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩედან“ კონსტანტინე მინდაძის ნახატი პორტალების სერიიდან.
გამოყენებულია ფოტოები გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ არქივიდან.
ფოტოების ავტოები: თინა ყაზახიშვილი, თიკუ კობიაშვილი და გიორგი დადიანი.
თარგმანი იტალიურ ენაზე: ხათუნა ცხადაძე
თარგმანი ინგლისურ ენაზე: მაია ნიკოლაიშვილი
თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე: მანანა ნინიძე
დაიბეჭდა „სეზანში“ იტალიის საელჩოსა და „თიბისი“ ბანკის ხელშეწყობით.
პროექტის მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მერია
მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის მხარდამჭერი:
იტალიის საელჩო საქართველოში
„თიბისი“ ბანკი
პროექტის პარტნიორი: საქართველოს პირველი არხი
რომში მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაციის ორგანიზატორი:
დანტე ალიგიერის საზოგადოება
მხარდამჭერი:
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
თბილისის მერია
საქართველოს საელჩო იტალიაში