გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლის ფარგლებში დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძისა და დასის დირექტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის შთაგონება ახალი სოლო ქორეოგრაფიული კომპოზიციისა და ფილმ-ბალეტის, „ადას ოთახის“ შექმნისათვის ლორდ ბაირონის ქალიშვილი ადა ლავლეისი გახდა, რომელიც პირველ ქალ პროგრამისტად და „კომპიუტერის ეპოქის წინასწარმეტყველად“ ითვლება.
„სკამი, რომელიც დაჯდომას ელის“ - არის Fine5 ცეკვის თეატრის შემქმნელებისა და სამხატვრო ხელმძღვანელების ტიინა ოლესკისა და რენე ნომიკის მიერ დადგმული საცეკვაო წარმოდგენა, რომელიც აერთიანებს ქორეოგრაფიას, მუსიკას, ლაზერულ განათებასა და სივრცეს. Fine5 DT-ის ნაწარმოების ქორეოგრაფიული გამოსახულებები და მოძრაობის ენა შექმნილია ნაწარმოების აქტუალურ, მაგრამ ამავდროულად ხშირად შიშის მომგვრელ თემაზე: დაბერებული სხეულის ჭკნობა, თანმხლები შინაგანი და გარეგანი რიტმების კონფლიქტი, სხეულის დამახინჯებული აღქმა, მოძრაობების ძალა და სისუსტე და შეუსრულებული სურვილების არსებობა.
დამდგმელი ქორეოგრაფი: მარიამ ალექსიძე
იდეისა და კონცეფციის ავტორი: დავით მაზიაშვილი
ორიგინალური მუსიკა, ანიმაცია, ფინალური ეპიზოდის კოსტიუმის დიზაინი: ნიკა მაჩაიძე
ადას პარტიას ასრულებს: მარიამ დარჩია
ფინალური ეპიზოდის კოსტიუმის მხატვარ-შემსრულებელი: ნათია სირბილაძე
რეჟისორები: ტიინა ოლესკი, რენე ნომიკი
მოცეკვავეები:
ეკატერინა სოორსკი, ანიტა კუროლიოვა, ჰელენ რეიცნიკი,
სიმო კრუზემენტი, ტიინა ოლესკი
მუსიკა: ჯოვანი ალბინი (იტალია)
ლაზერული პროექცია: არგო ვალდამაა, რენე ნომიკი/განათება: ანც კურისტ
კოსტიუმები: კირილ საფონოვი