გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის მეხუთე პროგრამა
15 და 16 ნოემბერს, სამეფო უბნის თეატრში წარმოდგენილი იყო გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის გამორჩეული პროგრამა. დასის მიერ პირველად შესრულდა თანამედროვე ბალეტი „ლირიკული სიუიტა“, ალბან ბერგის მუსიკაზე. პირველად გაცოცხლდა საბალეტო მინიატურა მორის რაველის მუსიკაზე, ხოლო დასის რეპერტუარიდან კვლავ აღდგა გია ყანჩელის „ფსალმუნი“ და საბალეტო მინიატურები ე.დენისოვის, დ.შოსტაკოვიჩისა და გ.ყანჩელის მუსიკაზე, რომელთაგან თითოეული შედევრია.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო
1/ალბან ბერგი - „ლირიკული სიუიტა“
კოსტიუმების მხატვარი - მიხეილ მახარაძე
შავი ქალი - მარიამ დარჩია; წითელი ქალი - ნატალია კუკულაძე; კაცი - დავით ანანიაშვილი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი)
შეშლილები - მარტინ ხლუმსკი, გვანცა გელაშვილი, თინათინ ბარამიძე, თამარ ლაცაბიძე, სესილი დავითაძე
2/საბალეტო მინიატურები
მორის რაველი - „მოწყენილი ჩიტი“
ნინო გოგუა
ედისონ დენისოვი - „იო“
ოლგა ვიდიშევა (15.11); მარიამ დარჩია (16.11.)
დიმიტრი შოსტაკოვიჩი „შიში“
მარიამ დარჩია (15.11); ნატალია კუკულაძე (16.11)
გია ყანჩელი „შუშანიკის წამება“
ნატალია კუკულაძე (15.11); მარიამ ქოიავა (16.11)
3/გია ყანჩელი - „ფსალმუნი“
სოლისტები - მარიამ ქოიავა (15.11); მარიამ დარჩია (16.11);
მარტინ ხლუმსკი; დავით ანანიაშვილი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი)
ქორო - გვანცა გელაშვილი, თინათინ ბარამიძე, ანასტასია ლორთქიფანიძე
დადგმის ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია აღადგინეს მარინა და მარიამ ალექსიძეებმა და ქეთევან მუხაშავრიამ
დადგმა განხორციელდა გიორგი ალექსიძის სახელობის
„თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ადმინისტრაციული გუნდის ძალისხმევით
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის ყველა უფლება ეკუთვნის
მარინა ალექსიძეს
(საქართველოს დამსახურებული არტისტი)