გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე ბალეტის, „მედეას“ მსოფლიო პრემიერა შედგა 2024 წლის 14 მაისს, თბილისში.
დადგმაში მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“. მედეას პარტიას ასრულებს დასის სოლისტი მარიამ ქოიავა.
„მედეას“ ორიგინალური საბალეტო მუსიკის ავტორია სახელგანთქმული კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი. სცენოგრაფიის მხატვარია პაკო შველიძე, ხოლო კოსტიუმების დიზაინი თამუნა ინგოროყვას ეკუთვნის.
დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით.
მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისათვის „მედეა“ საავტორო, საბალეტო მუსიკის შექმნის ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სილქ ფაქტორი სტუდიის კინოპავილიონი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
პრემიერა
„მედეა“
თანამედროვე ბალეტი
ლიბრეტოს ავტორი, დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი
მხატვარი - პაკო შველიძე
კოსტიუმების დიზაინერი - თამუნა ინგოროყვა
განათება - მარიამ ალექსიძე, ამირან ანანიაშვილი
პირველი შემადგენლობა
მედეა - მარიამ ქოიავა
კრეუსა - მარიამ დარჩია
მორმო - ნატალია კუკულაძე
იასონი - ბურაკ კაიჰანი (ანკარას სახელმწიფო ბალეტი, თურქეთი)
ქორო - თინათინ ბარამიძე, მარტინ ხლუმსკი, თამარ ლაცაბიძე, სესილი დავითაძე, ანასტასია ლორთქიფანიძე
აუდიოჩანაწერში საგუნდო მუსიკას ასრულებენ:
გოგიტა ნატროშვილი, ომარ ბურდული, მიხეილ ჯავახიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, ლაშა მიროტაძე, გიორგი კანანაძე
ტექსტი ევრიპიდეს „მედეას“ მიხედვით. თარგმანი ნანა ტონიასი
ხანგრძლივობა - 60 წთ
თანამედროვე ბალეტის „მედეას“ საავტორო მუსიკის შექმნის ხელშემწყობია
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მუსიკა შეიქმნა გიორგი ალექსიძის ფონდის დაკვეთით
დადგმა განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით
პრემიერა შედგა
14,15 და 17,18,19 მაისს
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის" მერვე სეზონი
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი: მარიამ ალექსიძე
www.tbilisiballet.ge