1972 წლიდან, გიორგი ალექსიძე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო, ხოლო 1985-2004 წლებში საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. ქართულ ბალეტში შემოიტანა სიმფონიური ცეკვის ჟანრი, ნეოკლასიკური სტილი, ახლებური ხედვით წარმოგვიდგინა კლასიკური სპექტაკლები, შექმნა არაერთი საავტორო ბალეტი ქართული და კლასიკური ცეკვის ელემენტების სინთეზით, ქართულ თემატიკაზე, ქართველ კომპოზიტორებთან და მხატვრებთან თანამშრომლობით. შექმნა ბალეტმაისტერების აღზრდის საავტორო პროგრამა. თავის შემოქმედებაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ქორეოგრაფიული მინიატურისა და კამერული ბალეტის ჟანრებში. საბალეტო მინიატურის განვითარებაში უმაღლესი მიღწევებისთვის მას, სიკვდილის შემდეგ, რუსეთის თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ მიენიჭა.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამოში თერთმეტი მინიატურაა გაერთიანებული, რომლიდანაც თითოეული შედევრია. გიორგი ალექსიძის გარდაცვალების შემდეგ, მინიატურები აღდგენილ იქნა მარინა და მარიამ ალექსიძეების მიერ. საღამოს მეორე განყოფილებაში სრულდება თანამედროვე ბალეტი „დიპლიპიტო“. კომპოზიტორ გია ყანჩელის „დიპლიპიტო“ , გიორგი ალექსიძემ 1999 წელს, ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში დადგა. გია ყანჩელის ნაწარმოებს ქორეოგრაფმა ფედრას თემა მიუსადაგა.
ჩვიდმეტი წლის შემდეგ, „დიპლიპიტო“, აღდგენილ იქნა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პედაგოგ-რეპეტიტორის, ქეთევან მუხაშავრიასა და მარინა და მარიამ ალექსიძეების მიერ.
თანამედროვე ბალეტი
ფედრას თემაზე
მაესტრო გია ყანჩელის მოლოცვა! გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო 22.11.2017
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ამინდი... გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო 17.11.2017
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ამინდი... გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო 17.11.2017
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ამინდი... გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო 17.11.2017
„დიპლიპიტო“ - რეპეტიციების ტრეილერი
საბალეტო მინიატურები - რეპეტიციების ტრეილერი
გიორგი ალექსიძე და თბილისის თანამედროვე ბალეტი/გადაცემა „არტარეაზე“
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო - კომუნიკატორი / C სტუდია
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო - გადაცემაში „დღის შოუ 3-დან 5-მდე“
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო/სიუჟეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე