„გურჯი-ხათუნი“, დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით, იოსებ ბარდანაშვილის მუსიკაზე, ანა კალატოზიშვილის მხატვრული გაფორმებით არის მარიამ ალექსიძის საავტორო, რიტუალური, მისტიური და ფილოსოფიური თანამედროვე ქართული ბალეტი, სიყვარულის თემის ირგვლივ.
გურჯი-ხათუნი ისევე, როგორც მისი ბებია თამარ მეფე, ლეგენდებით არის შემოსილი. მარიამ ალექსიძის თანამედროვე საბალეტო ქორეოგრაფია მოცეკვავეთა ქოროსა და ოთხი ძირითადი პერსონაჟის გრძნობებით, განცდებით, მათი ურთიერთდამოკიდებულებითა და განწყობების ცვლით ორი კულტურისა და განსხვავებული სამყაროს შერწყმით სიყვარულითა და დრამატიზმით სავსე ისტორიას მოგვითხრობს.
დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად
„გურჯი-ხათუნი“ /პრემიერა/ არტარეა
„გურჯი- ხათუნი“ / პრემიერა რუსთავი2 / კურიერი
„გურჯი- ხათუნის“ პრემიერის შესახებ რუსთავი2 / სხვა შუადღე
„გურჯი-ხათუნი“ /პრემიერა / სპექტაკლის ანონსი რუსთავი2