1988-89 წლებში გიორგი ალექსიძემ და რეჟისორმა გურამ მელივამ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ერთმანეთისაგან განსხვავებული თანამედროვე ბალეტების პროგრამა განახორციელეს. ამ პროგრამით გასტროლები გაიმართა საბერძნეთში, საფრანგეთის მონპელიეს ფესტივალსა და მოსკოვის „ინტერთეატრში“.
პროგრამაში სხვა დადგმებთან ერთად, შედიოდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ კომპოზიტორ ალფრედ შნიტკეს მუსიკაზე შექმნილი ბალეტი “Connexion” და ქორეოგრაფიული სპექტაკლი ნიკო ფიროსმანის შესახებ, დადგმული დიდი ქართველი კომპოზიტორის სულხან ნასიძის სიმფონიაზე „ფიროსმანი“.
https://www.youtube.com/watch?v=kh9syLeHilQ&ab_channel=GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
https://www.youtube.com/watch?v=rWw5yIyeuuQ&ab_channel=GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
თანამედროვე ბალეტები იყო თანამედროვე რეჟისორული ხედვით გადაწყვეტილი და, ამავე დროს, კლასიკური დრამატურგიის, ნეოკლასიკური ცეკვისა და თანამედროვე ბალეტის სინთეზის საინტერესო ნიმუში.
“Connexion” - ში წამყვან პარტიას ასრულებდა მაშინ დამწყები ბალერინა ირმა ნიორაძე, რომელსაც საფრანგეთის მონპელიეს ფესტივალზე პრიმა-ბალერინობა უწინასწარმეტყველეს. ფიროსმანის პარტიას კი თბილისის ბალეტის სოლისტი თამაზ ვაშაკიძე ასრულებდა.
“Connexion” და „ფიროსმანი“ აღადგინა მარიამ ალექსიძემ და პირველად სრულდება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მიერ წარმოდგენილ გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოზე.
12 ნოემბერი
რუსთაველის თეატრი
დიდი სცენა
გიორგი ალექსიძე 80
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრემიერა
გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტები
რეჟისორი - გურამ მელივა
კოსტიუმების მხატვარი - უშანგ იმერლიშვილი
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია აღადგინა მარიამ ალექსიძემ
რეპეტიტორები: მარინა ალექსიძე (საქ.დამსახურებული არტისტი) და
ქეთევან მუხაშავრია
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - ნიალა გოძიაშვილი
პირველი განყოფილება
ალფრედ შნიტკე
CONCERTO GROSSO NO. 1
“Connexion”
ქალი - მარიამ დარჩია
კაცი - ინტიგამ მამედოვი
ბაბუნაკი - ნატალია კუკულაძე
მეფისტოფელი - მარიამ ქოიავა
კენტავრი - ლევან ცინცაძე
გეიშა - თინათინ მჭედლიძე
ტორეადორი - დავით ანანიაშვილი
გაზაფხული - გვანცა გელაშვილი, თინათინ ბარამიძე
მოსამართლეები - ზურაბ ბირკაია, რომან დვალი, ნიკოლოზ კობახიძე,
ერეკლე ჟღენტი.
https://www.youtube.com/watch?v=kh9syLeHilQ&ab_channel=GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
მეორე განყოფილება
სულხან ნასიძე
სიმფონია N5 „ფიროსმანი“
„ფიროსმანი“
ფიროსმანი - დავით ანანიაშვილი
მარგარიტა - ნატალია კუკულაძე
მუზა - მარიამ დარჩია
სიკვდილი - მარიამ ქოიავა
ტანცმაისტერი - ინტიგამ მამედოვი
კაფე შანტანის მოცეკვავეები - თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი
მასხარები - თინათინ ბარამიძე, ლევან ცინცაძე
პერსონაჟები:
ზურაბ ბირკაია, თამარ გაბუნია, სესილ დავითაძე, რომან დვალი, ნიკოლოზ კობახიძე, ანასტასია ლორთქიფანიძე, ლაშა ნუცუბიძე, ერეკლე ჟღენტი, ნატალია შილაკაძე.
დადგმა განხორციელდა გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის - „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ადმინისტრაციული გუნდის ძალისხმევით.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის ყველა უფლება ეკუთვნის მარინა ალექსიძეს (საქართველოს დამსახურებული არტისტი)
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეოთხე სეზონი
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე
პრემიერა გაიმართა 2019 წლის 12 ნოემბერს.
დიზაინი ბესიკ დანელიასი
ფოტოზე - მარიამ დარჩია
ფოტო გარეკანზე თინა ყაზახიშვილისა
https://www.youtube.com/watch?v=rWw5yIyeuuQ&ab_channel=GiorgiAleksidzeTbilisiContemporaryBallet
CONNEXION