მარიამ ქორიძე

ადმინისტრატორი

 

2005-2017 წლებში მარიამ ქორიძე სწავლობდა სენტ-ეგზიუპერის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში.

2013-2016 წლებში მარიამი თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკების“ სტუდენტი იყო, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გიორგი (გოგი) თოდაძის სამხატვრო  ხელმძღვანელობით.

2017 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე. სწავლის პერიოდში მოიპოვა, როგორც შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია, ისე მენტორობისა და ფინანსური მენეჯმენტის ასოცირებული პროფესიონალის სერთიფიკატები.

2019-2020 წლებში გაიარა „ევექსის“ კლინიკების სტაჟირების პროგრამა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ამავე წლებში მუშაობდა კომპანია Nisco Construction-ში ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.

2020-2021 წლებში გახდა საერთო სამუშაო სივრცე, Makers.ge-ს, აღმასრულებელი მენეჯერი.

2021 წელს დაიკავა არაკომერციული შესყიდვების ოპერატორის პოზიცია Tegeta Motors-ში.

2022 წლიდან მარიამ ქორიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის ადმინისტრატორია.

 

 

 

უკან დაბრუნება