მარტინ ხლუმსკი

ბალეტის მსახიობი

2014 -2015 წლებში მარტინ ხლუმსკი სწავლობდა დრეზდენის პალუკას უნივერსიტეტში (Hochschule für Tanz Palucca in Dresden).

2015 - 2018 წლებში სწავლობდა პრაღის კონსერვატორიაში. გავლილი აქვს  მასტერკლასები და ვორკშოპები კლასიკური, ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განხრით:  „ესტონეთის საერთაშორისო საბალეტო ვორკშოფი“ ( 2019), „მაგალი სუარეზის კლასიკური ბალეტის ხელოვნების კურსი“ ( 2019), „პროარტ ვორქშოფ-ფესტივალი - ნეოკლასიკური ცეკვა“ ( 2016), „ კარკასონის საერთაშორისო კლასიკური ბალეტის სკოლა“( 2014) და სხვა.

2018- 2019 წლებში მუშაობდა ვანემუინის თეატრში (Vanemuine Theatre), სადაც  შესრულებული აქვს სხვადასხვა პარტიები სპექტაკლებში: „თოვლის დედოფალი“, „სიყვარულის ტანგო“, „ რომეო და ჯულიეტა“, „დონ-ჟუანი“ და სხვა.

2020 წლიდან მარტინ ხლუმსკი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეა. იგი მონაწილეობს დასის სარეპერტუარო დადგმებსა თუ პროექტებში:

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია: ანტონიო ვივალდი La Notte და გია ყანჩელი „ფსალმუნი“;

მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია:  დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით  თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“, დავით მაზიაშვილის იდეა და კონცეფცია, ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ ბალეტისათვის სპეციალურად შექმნილი საავტორო მუსიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება. კოსტიუმების დიზაინერი - თამუნა ინგოროყვა. თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე „დოვინ-დოვენ-დოვლი...„მეტრონომი“, „მეტამორფოზები“, „ძველებური ცეკვები“, The Bach Project 1.

2020 წელს მარტინმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრიტანელი ქორეოგრაფის უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპი, რომელიც დასისთვის ჩატარდა უეინ მაკგრეგორის დასის მოცეკვავისა და მიწვეული პედაგოგის ლუის მაკმილერის მიერ.

2020-ში მარტინი გადაღებული იყო მუსიკოს Nash Albert-ის სიმღერის, Autumn Rain ვიდეოკლიპში, რომლისთვისაც ცეკვა სპეციალურად მარიამ ალექსიძემ დადგა და გადაღება რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგა, ხოლო 2021 -ში გადაღებული იყო მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის მულტიმედიური ბალეტის „12 პაემანი“ ვიდეო ვერსიაში, რომლის გადაღება შედგა ყოფილ ციხეში.

მარტინ ხლუმსკი დაესწრო პროფესორ დავით მაზიაშვილის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს - დავით მაზიაშვილის სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.

2021-ში და 2022-ში მარტინმა დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტებში და და საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. (2023)

უკან დაბრუნება