25 ოქტომბერს, იტალიაში, რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოში თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ დადგმისათვის, დანტე ალიგიერის საზოგადოებამ შემოქმედებითი გუნდი - იდეისა და კონცეფციის ავტორი, პროფესორი დავით მაზიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა!