GE / EN
  • საწყისი გვერდი
  • დასის შესახებ
    • დამფუძნებელი
    • დასის შესახებ
    • გიორგი ალექსიძე
  • გუნდი
    • სამხატვრო ხელმძღვანელი
    • ადმინისტრაცია
    • შემოქმედებითი გუნდი
    • დასი
  • რეპერტუარი
  • პროექტები
  • სიახლეები
  • საგანმანათლებლო მიმართულება
    • სასწავლებელი
    • ვორკშოპები, მასტერკლასები,
      ლექცია-შეხვედრები
    • საგანმანათლებლო პროგრამები
  • გასტროლები
  • ფონდი
    • ფონდის შესახებ
    • ფონდის პროექტები
  • გალერეა
    • ვიდეობმულები
    • ფოტოალბომები
    • პრესა
  • პარტნიორები
  • კონტაქტი
  • აღწერა
  • აღწერა
  • ფოტოალბომები
  • ვიდეობმულები

დასის საერთაშორისო გასტროლი შვეიცარიაში

4 - 8 მაისს შვეიცარიაში, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის გასტროლი გაიმართა ! 

6 და 7 მაისს ქ.ციურიხის Theater Rigiblick -ში წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი STALAG VIII-A, ოლივიე მესიანის თხზულებაზე „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“, რომლის პრემიერაც თბილისში 2018 წლის 20 და 21 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა და გამოჩენილი მევიოლინის კონტანტინე ვარდელის ხსოვნას მიეძღვნა.

ამ დადგმის ციურიხში წარდგენა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის ირინა ვარდელის ინიციატივითა და ძალისხმევით განხორციელდა.

გასტროლის მხარდაჭერები იყვნენ საქართველოს მეგობართა კავშირი შვეიცარიაში და ქალაქ თბილისის მერია.

ჩვენს დასთან და ირინა ვარდელთან ერთად ციურიხის დადგმაში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიაში მოღვაწე მუსიკოსებმა: მევიოლინე ანდრეას იანკემ, ციურიხის სახელოვანი ტონჰალეს ორკესტრის კონცერტმაისტერმა, ამავე ორკესტრის ცნობილმა ჩელისტმა მატია ცაპამ და კლარნეტისტმა დიმიტრი აშკენაზიმ, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტის ვლადიმირ აშკენაზის ვაჟმა.

მასალის (ინტელექტუალური და ვიზუალური საკუთრება) ყველა უფლება ეკუთვნის © გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი
ვებსაიტი © ყველა უფლება დაცულია გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ 2017